მოცხარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოცხარი

მოცხარი – ლათინური დასახელება – Ribes

  • ბოტანიკური ოჯახი – Grossulariaceae (ხუნწისებრნი)
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა – 40-45 წელი
  • განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა – 18-200C
  • ჰაერის ოპტიმალური ტენიენობა – 60-65%
  • ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა – 65-70%
  • ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH – 6-6,5
  • კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი – -20C
  • კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი – +380C
  • სინათლისადმი მოთხოვნა – სინათლის მოყვარული
წითელი მოცხარი

სარჩევი

კულტურის აპრობირებული და პერსპექტიული სახეობები

სახეობა სიმწიფე მოსავლიანობა (კგ/ჰა)
შავი მოცხარი VII-VIII 50-300
წითელი მოცხარი VII-VIII 40-250
შავი მოცხარი

საბაზისო აგროკალენდარი

აგროღონისძიება პერიოდი
ნიადაგის განოყიერება IX-X
რიგთაშორისების მოხვნა IX-X
რიგთაშორისების კულტივაცია III-IV
ბრძოლა მავნებლ-დაავადებებთან III-V
მოსავლის აღება VI-VII

ნიადაგის დამუშავება

მოცხარი საჭიროებს ნოყიერ, კარგად დრენირებულ, კირით მდიდარ ნიადაგებს

დარგვამდე ნიადაგს ამუშავებენ 30-35 სმ. სიღრმეზე და შეაქვთ ორგანული სასუქი 100-120 ტ/ჰა, მინერალური ფოსფოროვან-კალიუმიანი 300 კგ/ჰა სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით.


დარგვის წესები და ნორმები

ჯიშობრივი მახასიათებლების შესანარჩუნებლად მოცხარს ვეგეტატიურად – კალმებითა და გადაწვენით ამრავლებენ. დარგვის საუკეთესო პერიოდია სექტემბრის ბოლო – ოქტომბრის პირველი დეკადა. რგავენ ადრე გაზაფხულზეც. დაშორება – 50-70 სმ., რიგში – 12-15 სმ-ია. თუკი ამ დროს მშრალი ამინდია, საჭიროა მორწყვა. მსხმოიარე ბუჩქების შუაგულიდან ახალი ყლორტების 20% და ძველი ღეროების 15%-ს გამოხშირავენ. ასევე აშორებენ დაავადებულ ღეროებსაც. ზრდასრული მოცხრის ბუჩქში 12-20 განსხვავებულასაკიანი ტოტი უნდა იყოს.

მორწყვა

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშრალ პერიოდებში. მოცხარი ბევრ ტენს მოიხმარს ნაყოფის ფორმირებისა და დამწიფების პერიოდში.

მორწყვის ნორმა: 30-50 ლ/მ3 მორწყვის მეთოდი: კვალში წყლის მიშვებით. შესაძლებელია ჭარბი წყლის თხრილში მიშვება.

წარმოების ეფექტურობის გაზრდის მეთოდები

  • აუცილებელია ჯანსაღი ნერგის დარგვა;
  • აგროღონისძიებების დროულად განხორციელება;
  • ინტეგრირებული ბრძოლა დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ.

განოყიერება საორიენტაციო სქემ

პლანტაციაში აუცილებელია გადამწვარი ნაკელის, ტორფისა და თივის ნარევით მულჩირება, აგრეთვე სასუქების რეგულარული შეტანა:

სასუქების შეტანა გ/ბუჩქზე ვადები
სუპერფოსფატი 100-200 შემოდგომა
კალიუმის ქლორიდი 30-40 შემოდგომა
აზოტიანი სასუქი 40-50 40% – აპრილში, 30% – ყვავილობის დასასრულს, 30% – შემოდგომაზე
მულჩირება 8-10 სმ. სიმაღლეზე შემოდგომა ან გაზაფხული

მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის სქემა

მავნე ობიექტი რეკომენდებული მოქმედი ნივთიერება
დაავადებები ბორდოს ხსნარი დაავადების სიმპტომების გამოჩენისთანავე; შაბიამნის ხსნარი, ერთჯერადად
მავნებლები იმიდაკლოპრიდი ადრე გაზაფხულზე, კვირტების დაბერვამდე
მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის პარალელურად მიღებულია ფესვგარეშე დამატებითი კვება მიკროსასუქებით

ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ

პერიოდი ჰერბიციდის ტიპი რეკომენდირებული მოქმედი ნივთიერება
გაზაფხული, ზაფხული სისტემური გლიფოსატი
ჰერბიციდების გამოყენების გარდა ეფექტურია მულჩირებაც

მოცხარის დაცვის სხვა მეთოდები

  • ჯანსაღი დაავადებებისა და მავნებლებისადმი გამძლე ნერგის დარგვა;
  • ნიადაგისა და მცენარის მოვლის აგროტექნიკური წესების დაცვა

მოსავლის აღება და შენახვა

მოცხარის სიმწიფეს კენკრის ფერით ადგენენ. მშრალი მტევნების კრეფა ხდება ხელით, კარგ ამინდში.

შენახვის ოპტიმალური პირობები

შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა შენახვის ოპტიმალური ტენიანობა შენახვის ვადა მოცემულ პირობებში
3-70C 85-90% 5-6 დღე
00C 85-90% შავი მოცხარი – 5 კვირა წითელი მოცხარი – 7 კვირა


წყარო

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები