მსოფლიო საეკლესიო კრებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსოფლიო საეკლესიო კრებები - თავისი ისტორიის მანძილზე ეკლესიას სხვადასხვა სირთულე ხვდებოდა. ყოველ ჯერზე იგი ძლევდა მათ და იღებდა გადაწყვეტილებებს – მორწმუნეთა შორის ერთიანი აზრის მიღწევით, რაც ღვთისგან იყო შთაგონებული და რასაც ხელმძღვანელობდნენ ზეგარდამოხელდასხმული მწყემსები – ჯერ მოციქულები, შემდეგ ეპისკოპოსები.

პირველი საეკლესიო კრება სამოციქულო ეკლესიამ მოიწვია წარმართთა (ანუ არაებრაელთა) ქრისტიანულ ეკლესიაში მიღების პირობების დასადგენად (საქმე მოციქულთა, 15). ამის შემდეგ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი საეკლესიო ცხოვრების ყველადონეზე წყდებოდა საეკლესიო კრებებზე. ეპისკოპოსები რეგულარულად ხვდებოდნენ თავიანთ მღვდლებს (რომლებსაც, ასევე, ეწოდებოდათ „პრესვიტერები“ ან „ხუცესები”) და ხალხს; ხოლო ყოველ ოლქში ეპისკოპოსთა კრებების რეგულარული მოწვევა ადრეული დროიდან წესად ჩამოყალიბდა.

ზოგჯერ კრებაზე მოწვეული იყო ეკლესიის ყველა ეპისკოპოსი, მაგრამ, რა თქმა უნდა, კრებას ყველა მოწვეული ვერ ესწრებოდა; ამასთანავე, ეკლესია არ აღიარებდა ყველა ამგვარ კრებას და არ რთავდა მას თავის წმინდა გარდამოცემაში. მხოლოდ შვიდი კრება (ზოგიერთს მეტად მცირე რაოდენობის ეპისკოპოსი ესწრებოდა) იქნა აღიარებული და მიღებული ეკლესიის მიერ. მათ შვიდი მსოფლიო კრება ეწოდა (იხ. ცხრილი აქვე).

მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონები და განსაზღვრებანი, როგორც ღვთივშთაგონებულნი, ადამიანებისთვის გამოხატავს ღვთის ნებას და ამიტომ წარმოადგენს სწავლა მოძღვრების შეუცვლელ წყაროს. მსოფლიო ეკლესი ამ, მსოფლიო საეკლესიო კრებების გარდა, ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილებაც აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უფრო ხშირად ეთიკურდა საორგანიზაციო საკითხებს ეხება, ისინი, ასევე, გამოხატავს მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრებას.

შვიდი მსოფლიო კრება

I კრება I ნიკეის 325 წ. ჩამოაყალიბა რწმენის სიმბოლოს პირველი ნაწილი, რომლითაც მოცემულ იქნა

განსაზღვრება ძე ღვთისას ღმერთობის შესახებ.

II კრება I კონსტანტინოპოლის 381 წ. ჩამოაყალიბა რწმენის სიმბოლოს მეორე ნაწილი, რომლითაც

მოცემულ იქნა განსაზღვრება სულიწმინდის ღმერთობის შესახებ.

III კრება ეფესოს 431 წ. ჩამოაყალიბა განსაზღვრება, რომ იესო ქრისტე არის ღმერთის

განხორციელებული სიტყვა, ხოლო მარიამი არის ღვთისმშობელი.

IV კრება ქალკედონის 451წ. ჩამოაყალიბა განსაზღვრება, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი

და ჭეშმარიტი კაცი ერთ პირში

V კრება II კონსტანტინოპოლის 553 წ. კიდევ ერთხელ დაადასტურა სწავლება წმ. სამებისა

და იესო ქრისტეს შესახებ.

VI კრება III კონსტანტინოპოლის 680 წ. ქრისტეს კაცობრივი ნებისა და მოქმედების აღიარებით დაადასტურა,

რომ იესო ქრისტეს აქვს ჭეშმარიტი კაცობრივი ბუნება.

VII კრება II ნიკეის 787 წ. გამოაცხადა, რომ ხატი არის ქრისტიანული რწმენის

ჭეშმარიტი გამოხატულება.


წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები