მტვრიანა გუდაფშუტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მტვრიანა გუდაფშუტა

მტვრიანა გუდაფშუტა - ხორბლის დაავადება. მტვრიანა გუდაფშუტას დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენა მცენარეში დათავთავების პერიოდში ხდება. თავთავის შემადგენელი ნაწილების განადგურების გამო, რომლებიც შავ მტვრისებრ მასადაა გადაქცეული, თავთავი დამწვარს წააგავს. თავდაპირველად სპორების მასა დაფარულია თხელი მოვერცხლისფერო აპკით, რომელიც შემდგომ იშლება და ქარის მეშვეობით ადვილად იფანტება. გუდაფშუტას სპორები ჯანმრთელ მცენარეზე გადადიან და აზიანებენ მას. დაავადებული მცენარე ზრდაში ჩამორჩება, თუმცა აღებული თესლი გარეგნულად ჯანმრთელისაგან არ განსხვავდება. დაავადება სისტემურ ხასიათს ატარებს, ხოლო გამომწვევის განვითარების ციკლი ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.







წყარო

ხორბლის მავნებლები დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები