მტკავლისტოლა კაცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მტკავლისტოლა კაცი − ქალთუდს (თუშეთში) მეცხვარეებს ენახათ მტკავლისტოლა კაცი, ძალიან ნელა მოდიოდა თურმე. მეცხვარემ ჰკითხა, საით მიდიხარო და დართლოს ამოსაწყვეტადო, უპასუხნია მტკავლისოდენა კაცს. მერე ასეთი სიარულით როდის უნდა ჩახვიდე დართლოშიო? როგორც არ უნდა ვიარო, სამ წელიწადში ხომ ჩავალო! და მართლაც სამი წლის შემდეგ დარევია ჭირი დართლოელებს და სულ გაწყვეტილან. აკლდამებში შესულან და ყველანი იქ დახოცილან. დართლოელები თურმე სტუმარს რომ ფაფაში ერბოს ჩაუდებდნენ და სტუმარი აღარ შეჭამდა, ერბოს გადასწურავდნენ და ოჯახის წევრებს უერბოო ფაფას აჭმევდნენ. დართლოელები მათმა ცოდვამ გაწყვიტაო, ამბობენ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები