მტრალავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მტრალავი – საბრძოლო ხომალდი, რომელიც განკუთვნილია საზღვაო ნაღმების ძებნის, აღმოჩენის, განადგურების და ნაღმსაშიშ რაიონებში ტრალებით ხომალდების (გემების) გაყვანისათვის. განეკუთვნება ნაღმსატრალავი ხომალდების კლასს. აღჭურვილია ნაღმების საძებნ-გამანადგურებელი აპარატურით, სახომალდო ტრალებით, დისტანციურად სამართავი ნაღმსაძებნ-გამანადგურებლებით. სიჩქარეა 18 კვანძამდე, ავტონომიურობა 7–15 დღე, ცურვის სიშორე დაახლოებით 1500 მილი; შეიარაღებაზე აქვს 1–2 უნივერსალური 76-მმ საარტილერიო დანადგარი.

წყალწყვის, შეიარაღების, ზღვაოსნობის, ავტონომიურობის და სხვა ტაქტიკურ-ტექნიკური ელემენტების კვალობაზე განასხვავებენ:

საესკადროს – შენდებოდა II მსოფლიო ომამდე დაშორებულ რაიონებში საბრძოლო ხომალდების ესკადრებთან მოქმედებისათვის;
საზღვაოს – 660–1300ტ წყალწყვისა, დაშორებულ საზღვაო რაიონებში მოქმედებისათვის;
საბაზოს – 600 ტ-მდე წყალწყვისა, სანაპირო და შქერების (მარადმწვანე ბუჩქი) რაიონებში მოქმედებისათვის;
რეიდულს – 250ტ-მდე წყალწყვისა, ყურეებში, ნავსაყუდლებში, რეიდებზე მოქმედებისათვის;
სამდინაროს – 100 ტ-მდე წყალწყვისა მდინარეებზე, ტბებზე, წყალსაცავებში მოქმედებისათვის;
კატარღა-მტრალავებს – 50 ტ-მდე წყალწყვისა, შიდა რეიდებზე ნაღმებთან ბრძოლის, საზღვაო და რეიდული მტრალავების ნაღსაწინააღმდეგო უზრუნველყოფისათვის.

მტრალავმების ფუნქციებს ცალკეულ შემთხვევებში ასრულებენ ვერტმფრენი – მტრალავები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები