მუმეიზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუმეიზი - (სპარს. momayez - დამდგენელი, მწერალ-კონტროლიორი); ქართულ საისტორიო წყაროებში მუმეიზი პირველად ჩნდება სიმონ I-ის მიერ 1580 წ. გაცემულ ქართულ-სპარსული ორენოვან საბუთში, რომელშიც ინდო უზბაშისათვის ქვემო ქართლში ს. აცუტის თიულად გადაცემაზეა საუბარი; აქვე დეტალურადაა წარმოდგენილი მუმეიზის ვალდებულებაც: მუმეიზებს უზბაშისათვის მოცემულ ტერიტორიაზე აკრეფილი გადასახადიდან უნდა დაედგინათ ჯამაგირი; მუსტოფებმა მუმეიზების მიერ აკრეფილი თანხიდან, ნამატის გათვალისწინებით, ინდო უზბაშისათვის გასამრჯელო უნდა ჩაერიცხათ.

XVIII ს-ში, „ყიზილბაშობის“ პერიოდში, მუმეიზი, როგორც ირანელი მოხელის სახელწოდება, რეგულარულად გვხვდება. მის ფუნქციას შეადგენდა ქართლის აღწერის დავთრების (საფინანსო რეესტრების) წარმოება, დასაბეგრი ობიექტების დადგენა, აღნუსხვა და გადასახადის ოდენობის განსაზღვრა. ამასთანავე, სავარაუდოდ, ისევე, როგორც მუნში, მუმეიზი მონაწილეობას იღებდა ქართულ-სპარსული დოკუმენტების სპარსული ტექსტის თარგმნა-შედგენასა და დაწერაში. პაპუნა ორბელიანის თხზულებაში „ამბავნი ქართლისანი“ დეტალურადაა აღწერილი ირანიდან მოვლენილი მუმეიზის საქმიანობა: ქართლის აღწერისას ყველგან უნდა აეზომათ მიწები საბლით, ბოსტნები და ბაღები, წისქვილები და ურმებიც კი, ნასოფლარები, შენობები; დაეთვალათ ვაზები, აღენუსხათ ყმაწვილთა რაოდენობა და სხვ. მუმეიზებს ყველა მონაცემი დავთარში უნდა შეეტანათ და ხარკი დაედოთ.



წყაროები და ლიტერატურა

გაბაშვილი 1958: 409;
ქსოის 1984: 10;
ქსის 1955: 479;
პაპუნა ორბელიანი 1981: 45, 59, 65, 66;
ხეც, Hd-508, სეა 1450-30/ 17.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები