მუმლაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით მუმლაძე

დავით მუმლაძე – (Mumladze Davit), ქართველი დიპლომატი, 2011-2012 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში.

დაიბადა 1964 წლის 24 აგვისტოს ქ. ხონი, საქართველო.

განათლება
1981-1986 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით;
1986-1989 – თსუ სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის კათედრის ასპირანტი;
1990 – საკანდიდატო დისერტაცია კრიმინოლოგიაში.
სამართლის დოქტორი.
თადარიგის პოლკოვნიკი.

სამუშაო გამოცდილება
1991-1996 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების სისტემაში იურიდიული სამსახურის უფროსი;
1996-1997 – საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
1997-2000 – საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი;
2000-2001 – შემოსავლების მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი;
2002-2003 – თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის უფროსი;
2003 – საქართველოს პარლამენტის წევრი;
2003-2004 – საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთში;
2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
1993-1995 – საქართველოს კონსტიტუციის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის წევრი;
1989-2007 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი, პროფესორი;
2007-დან – კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს კერძო დაცვითი კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები