მურა დათვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მურა დათვი
ფოტო ბ. ლორთქიფანიძე

მურა დათვი - საქართველოში მობინადრე ყველაზე მსხვილი მტაცებელია.

  • კლასი-ძუძუმწოვრები (Mammalia).
  • რიგი - მტაცებლები (Carnivora)
  • ოჯახი - დათვისებრნი (Ursidae)
  • სახეობა - Ursus arctos l


ჩვენს პირობებში ამ ცხოველის ცოცხალი წონა 150-250 კილოგრამია, ფერი ცვალებადობს ღია ჩალისფერიდან მუქ წაბლისფრამდე.ზოგჯერ ბელებს გულზე აქვთ თეთრი არშია, რომელიც შემდეგ უქრებათ.

სარჩევი

გამრავლება

მძუნაობა იწყება მაის-ივნისში, მაკეობის ხანგრძლივობა 7 თვეა. ბელების მოსაგებად აუცილებლად ბუნაგში წვება. შობს ერთ, ორ, იშვიათად სამ ბელს. ახალშობილი ბელი თვალაუხილავია და წონით 500 გრამს აღწევს. მხედველობის საბოლოოდ ჩამოყალიბება ემთხვევა ბუნაგიდან გამოსვლის პერიოდს. ბელები მიყვებიან დედას და ცდილობენ გაიმეორონ ყველა მისი მოძრაობა. მძუნაობის პერიოდში ხშირია მამრების მიერ ბელების დახოცვის შემთხვევები, ამიტომ ხვადების გამოჩენისას დედა ცდილობს, პატარები იქაურობას გაარიდოს.

დათვი ნოემბრის დასაწყისში წვება დასაძინებლად და ბუნაგიდან მარტში გამოდის. ამ ვადების ცვალებადობა დამოკიდებულია გარემო პირობებზე: თბილი ზამთრისა და საკვების სიუხვის დროს დათვმა შეიძლება არც დაიძინოს.

კვების რაციონი

მურა დათვი უპირატესად მცენარეული საკვებით იკვებება, მაგრამ მის რაციონში ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიც შედის. ცხოველური საკევბი, როგორც ენერგეტიკულად უფრო მდიდარი, გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე ესაჭიროება.

დათვი ომნივორია (ყველაფრისმჭამელი) და ამიტომ მას აქვს უნარი, იარსებოს სხვადასხვა ეკოსისტემებში. არიდულ და სემიარიდულ ეკოსისტემაში (ივრის ზეგანზე) დათვის ძირითად საკვებს მცენარეები და მათი ნაყოფები წარმოადგენს. დათვის რაციონში შედის: ბროწეული, ღვია, ასკილი, საკმლის ხის ნაყოფი, აგრეთვე სხვადასხვა გარეული კენკრა და მარცვლოვნები. მზესუმზირისა და სიმინდის მომწიფების შემდეგ დათვი არ ერიდება იქ შესვლას. ამის გამო ხშირად ხდება მონადირის მსხვერპლი. დაფიქსირებულია ცხვრის ხორცით კვებაც, მაგრამ რადგან ზამთრის საძოვრებზე მყოფი მწყემსების თქმით, დათვი არ ესხმის ფარას, აღებული ინტერვიუების საუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უფრო ხშირად ცხვარს მგლები მოიპოვებენ და შემდეგ ნარჩენებს დათვი მიირთმევს. აღსანიშნავია, რომ მურა დათვის რაციონში წლის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სახეობის მცენარე თუ ნაყოფი დომინირებს.

მურა დათვი კავკასიაში

კავკასიაში გავრცელებულია მურა დათვის (Ursus arctos) სახეობა. იგი გვხვდება დიდ კავკასიონზე მთლიანად, მცირე კავკასიონის ზოგიერთ ნაწილში და საქართველოს უკიდურეს სამხრეთ - აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის საზღვართან. კავკასიაში მურა დათვი ძირითადად ბინადრობს ტყისა და ალპურ სარტყელში.

ჩატარებული აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დაუშვათ, რომ მთლიანად არიდული და სემიარიდული ეკოსისტემის ფარგლებში გავრცელებულია დათვის დაახლოებით 10 ინდივიდი. ყველაზე მრავალრიცხოვნად დათვი წარმოდგენილია ვაშლოვნის ნაკრძალის ტერიტორიაზე და მიჯნის ყურის მიდამოებში. დანარჩენ ტერიტორიაზე დათვი იშვიათად გვხვდება.

საქართველოში მურა დათვის რიცხოვნობა თანდათან კლებულობს, რისი მიზეზიც უკონტროლო ნადირობა და საბინადრო გარემოს განადგურებაა.


წყარო

აფთარი, გიურზა და სხვები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები