მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში 735-736

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში 735-736საქართველო საბოლოო დამორჩილების მიზნით დალაშქრა ამიერკავკასიის გამგებელმა არაბმა სარდალმა მარვან იბნ მუჰამადმა, რომელსაც ქართველებმა სისასტიკისათვის „მურვან ყრუ“ შეარქვეს.

ქართული წყაროების ცნობით, მურვანმა ააოხრა აღმოსავლეთ საქართველო, გადავიდა სამცხეში, იქიდან ეგრისში შეიჭრა და მიაღწია ანაკოფიას (ანაკოფიის ბრძოლა). აფხაზეთიდან უკანდახეულმა მურვანმა განვლო გურია, შავშეთ-კლარჯეთი და ჭოროხის ხეობა. მურვან ყრუმ მნიშვნელოვნად განამტკიცა არაბთა ბატონობა საქართველოში და საერთოდ ამიერკავკასიაში. მისი ლაშქრობის შემდეგ არაბების მიერ დაპყრობილ ქართულ მიწებზე ჩამოყალიბდა ცალკე ადმინისტრაციული ერთეული – თბილისის საამირო. თბილისში, რუსთავში, დმანისში და სხვა ციხე-ქალაქებში მუსლიმანთა გარნიზონები ჩადგნენ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები