მუხაძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ მუხაძე

მუხაძე გრიგოლ მიხეილის ძე - (1879, ქ. თბილისი - 1948, ქ. თბილისი) - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე (1947-1948).

სარჩევი

ბიოგრაფია

1908 დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1918 სპ. ვირსალაძესთან და ივ. თიკანაძესთან ერთად, იყო ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების მეთაური. 1919 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 1919-1921 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრას.

1921-1948 წლებში იყო ჯერ თსუ-ის, მოგვიანებით კი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე, ხოლო 1924-1925 წლებში - თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. 1925-1937 წლებში იყო ცენტრალური კლინიკური ინსტიტუტის დირექტორი. მისი თაოსნობით 1932 შეიქმნა სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგური, რომელიც ჯერ სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად გადაკეთდა (1935), ხოლო მოგვიანებით - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტად (1946), რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე.

მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ბავშვთა ქირურგიის, ონკოლოგიის, ნეიროქირურგიისა და სხვა დარგების განვითარებაში. იკვლევდა გულ-სისხლძარღვთა სისტემას, სამხარეო პათოლოგიასა და სისხლის გადასხმის საკითხებს. ავტორია მრავალი სახელმძღვანელოსი:

  • კერძო ქირურგია, ტ.1, თბ., 1949, თანაავტორი კ. ვეფხვაძე;
  • სისხლის გადასხმის სახელმძღვანელო, თბ., 1939;
  • სისხლის გადასხმის ცნობარი, თბ., 1941.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

დ. მამამთავრიშვილი, მ. კომახიძე, გრიგოლ მუხაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1954.

იხილე აგრეთვე

გრიგოლ მუხაძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები