მღვდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მღვდელი - ეკლესიის მსახური. მღვდლები, რომლებსაც ხუცესებს ან პრესვიტერებსაც უწოდებენ, ეხმარებიან ეპისკოპოსებს მათ საქმიანობაში.

დღეს მღვდლები სამრევლო ეკლესიაში მოძღვრის ფუნქციას ასრულებენ, ადრეულ ეკლესიაში კი ამას ეპისკოპოსები აკეთებდნენ. მღვდლები წინამძღვრობენ ევქარისტიის აღსრულებისას, ასწავლიან, ქადაგებენ, ზრუნავენ თავიანთ სამწყსოზე და მოძღვრავენ მას ქრისტიანულ ცხოვრებაში. ისინი განწესებულნი არიან ეპისკოპოსთა მიერ და მიეკუთვნებიან იმ სამრევლოს, სადაც მსახურობენ. არც ერთი არ იღებს მღვდლობის მადლს პირადად საკუთარი თავისთვის, საეკლესიო კრებულის გარეთ მსახურებისთვის. თავისი ეპისკოპოსისა და მრევლისაგან დამოუკიდებლად მღვდელს არა აქვს არავითარი ძალაუფლება და არავითარი მსახურება.

მართლმადიდებელ ეკლესიაში მღვდლად ხელდასხმისათვის საჭიროა მამაკაცი იყოს დაქორწინებული, ამასთან, პირველი ქორწინებით (შესაბამისად, მისი მეუღლისთვისაც ეს უნდა იყოს პირველი ქორწინება). დაქვრივებულ მღვდელს არ შეუძლია მეორედ დაქორწინდეს და გააგრძელოს მსახურება. თუ მღვდლად ეკურთხება უცოლო მამაკაცი, მომავალში მას აღარ შეუძლია დაქორწინება.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები