მღვიმელი შიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შიო მღვიმელი

მღვიმელი შიო ილარიონის ძე - ქუჩუკაშვილი, (12. II.1866, სოფ. ბრეთი, - 29.XII.1933, თბილისი) - საბავშვო პოეტი, ქართული საბავშვო მწერლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიასთან არსებულ ოთხკლასიან სასწავლებელში. აქვე, ნიკო ლომოურმა შეარქვა შიო მღვიმელი. 1885 გაზ. „დროებაში“ დაიბეჭდა პირველი ლექსი „დილა“. 1887 წელს დაამთავრა სასწავლებელი და თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. მუშაობა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში. 1891 წელს მისი ლექსები დაისტამბა ცალკე წიგნად. 1916 წელს აღინიშნა მისი სამწერლო მოღვაწეობის ოცდაათი წლის იუბილე.

დამოუკიდებლობის პერიოდში მისი ნაწარმოებები ქვეყნდებოდა სოციალისტ-ფედერალისტთა გაზეთში „სახალხო საქმე“ და ქართული პრესის სხვა გამოცემებში. პენსიაზე გასვლამდე (1923), მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში კორექტორად. 1923 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწერლის წოდება. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: „ჯეჯილი“, „ნაკადული“, „პიონერი“, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ეკა ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. VII, გვ. 237, თბ., 1984;
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები