მყინვარის ბერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მყინვარის ბერები − მყინვარწვერის გამოქვაბულში ბერები ცხოვრობდნენ. ისეთი წმიდები იყვნენ, რომ მზის სხივზე დაკიდებდნენ ხურჯინს, რომელიც ღვთის მადლით და პურით ივსებოდა. მტრედიც მოფრინდებოდა ხოლმე და სამ მარცვალს მოიტანდა და ამითაც საზრდოობდნენ. წყალს ქალი უზიდავდათ წყაროდან, ჩამოუშვებდნენ ჯაჭვს, ქალი შეაბამდა კალათას და ბერები აიტანდნენ გამოქვაბულში. ერთ დღეს ამ ქალს გაუავდრდა გზაში, ერთმა მწყემსმა შეიფარა თავის ქოხში. ეს იყო და ეს, ქალმა მეორე დილით წყალი ვერ მიიტანა გამოქვაბულის ძირამდე: ჭურჭელმა წყალი აღარ დაიჭირა. ბერები მიხვდნენ, რომ ღმერთი გაუწყრათ, აიყარნენ და მცხეთის ტაძარში წავიდნენ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები