მშვიდობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მშვიდობა

1. ურთიერთობა ხალხებს, სახელმწიფოებს, სოციალურ ჯგუფებს შორის, რომელსაც არ ახასიათებს ომი, შეიარაღებული ბრძოლა. იგი ეფუძნება პოლიტიკას შეიარაღებული ძალადობის გარეშე. მტკიცე მშვიდობა გულისხმობს არა მარტო ომის არარსებობას (ასეთ მდგომარეობას ზოგჯერ "ნეგატიურ მშვიდობას” უწოდებენ), არამედ სახელმწიფოების, მსოფლიო პოლიტიკის სხვა სუბიექტების ფართოდ გავრცელებულ თანამშრომლობას. მათ შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სხვა დარგებში პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას. XX საუკუნეში მის პრობლემები გამოიყო სოციალური ცოდნის დამოუკიდებელ დარგად – პაქსოლოგიად.

ბევრ ქვეყანაში სპეციალიზებული ინსტიტუტები გაერთიანდა მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ასოციაციად.

მშვიდობის არსებულ კონცეფციებში, როგორც წესი, განიხილება შემდეგი ძირითადი პრობლემები:

  • მშვიდობის არსი;
  • შესაძლო მშვიდობის სივრცული, გეოპოლიტიკური საზღვრები;
  • მისი სოციალური და სამართლებრივი ბაზა;
  • მშვიდობის უზრუნველყოფის გზები და საშუალებები და სხვა.


2. მეომარი ქვეყნების შეთანხმება ომის შეწყვეტის და მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენის შესახებ.


იხილე აგრეთვე

საზავო ხელშეკრულება


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები