მშვიდობის ზონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მშვიდობის ზონა – რეგიონი, სადაც, დაინტერესებულ ქვეყნებს შორის დადებული შეთანხმებების საფუძველზე, ხორციელდება ღონისძიებების კომპლექსი, რომლის მიზანია უზრუნველყონ ორმხრივი უსაფრთხოების, სახელმწიფოების მშვიდობიანი თანაარსებობის და ყოველმხრივი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

მშვიდობის ზონების კონკრეტულ შინაარსს და მისი შექმნის გზებს განსაზღვრავენ საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილენი, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების და ნორმების, გაეროს წესდების საფუძველზე, რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები