მცირე არმიების თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„მცირე არმიების“ თეორიასამხედრო ხელოვნების კონცეფცია, რომელიც ავითარებს მცირერიცხოვანი, კარგად აღჭურვილი, პროფესიული არმიებით ომში გამარჯვების იდეას. წარმოიშვა I მსოფლიო ომის შემდეგ შეიარაღებული ბრძოლის მძლავრი ტექნიკური საშუალებების განვითარებასთან ერთად.

ოფიციალურ სამხედრო-სტრატეგიულ კონცეფციად არ აღიარა მსოფლიოს არც ერთმა ქვეყანამ. II მსოფლიო ომის და შემდგომი ლოკალური ომების გამოცდილებამ უარყო „მცირე არმიების“ თეორიის სისწორე და დაადასტურა მასობრივი არმიების შექმნის აუცილებლობა. აჩვენა, რომ ომში გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის და გვარეობის შეთანხმებული ძალისხმევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები