მცირე ომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მცირე ომი - მცირერიცხოვანი ძალებით მიმდინარე საბრძოლო მოქმედება, რომლის მიზანია, ქანცი გააცალონ მოწინააღმდეგეებს და საკუთარ ჯარებს შეუქმნან ხელსაყრელი პირობები გადამწყვეტი ბრძოლებისთვის.

ტერმინი „მცირე ომი“ გაჩნდა XVIII საუკუნეში და მოიცავდა ჯარების დაცვას, მოწინააღმდეგის დაზვერვას, ცხენოსანი არმიის რეიდებს და ცალკეული ნაწილების სხვა მოქმედებებს მთავარი ძალების ინტერესებისთვის კამპანიების და მხარეების გენერალურ ბატალიებს შორის შუალედებში.

XIX საუკუნეში მცირე ომს მიაკუთვნებდნენ პარტიზანულ ომს დამპყრობლების წინააღმდეგ და სამხედრო-საზღვაო ძალების მცირე მასშტაბის მოქმედებას.

XX საუკუნიდან ტერმინი ზოგჯერ იხმარება კოლონიური, შეზღუდული და ლოკალური ომების, მცირე ინტენსივობის კონფლიქტების დახასიათებისათვის.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები