მწიგნობარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მწიგნობარი - მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე, სამეფო სიგელებისა და სხვადასხვა შინაარსის იურიდიული აქტების შემდგენი. მწიგნობარები წარმოადგენდნენ სამეფო ოჯახის „საკუთართა“, ე.წ. ხელშინაურ მოხელეთა წრეს, უმეტეს შემთხვევაში, მიეკუთვნებოდნენ სასულიერო წოდებას.

მწიგნობარებს ჰქონდათ იურიდიული განსწავლულობა, რაც აუცილებელი იყო სამეფო კარის სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების შინაარსობრივად გამართვისათვის და სათანადოდ გაფორმებისათვის. ამასთანავე, მწიგნობარები შესანიშნავად ფლობდნენ კალიგრაფიულ ხელოვნებას. მინიშნებები მწიგნობართა არსებობის შესახებ ქართლის მეფეთა (ასევე, ერისმთავართა) კარზე VI ს-დან მოგვეპოვება. მაგ., შიო მღვიმელის სასწაულთა „თხრობაში“ სტეფანოზ ერისმთავარმა მღვიმის მონასტრისათვის აგარაკთა შეწირვის მიზნით „მოუწოდა ... მწიგნობარსა თვისსა“ და უბრძანა მას, რათა დაეწერა „ქარტა“ ორი რჩეული სამეფო დაბის მონასტრისათვის შეწირვის თაობაზე.

ადრეულ შუა საუკუნეებში მწიგნობარები უნდა ჰყოლოდათ ცალკეული სამეფო-სამთავროების მმართველებს, მაგრამ რამდენად იყო მწიგნობართა უწყება ინსტიტუციურად ჩამოყალიბებული, უცნობია. „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში“ მოხსენიებული დავით კურაპალატის კარის მოხელე - „მწერალთა ზედა მთავარი“, საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ამ თანამდებობაში მერმინდელი „მწიგნობართუხუცესი“ იგულისხმება, თუმცა XI ს-მდე საბუთთა მოუღწევლობის გამო მათი ვინაობა უცნობია.

საქართველოს გაერთიანების (XI ს.) შედეგად სამეფო კანცელარიის მნიშვნელობა და სამუშაოს მოცულობა გაიზარდა, რამაც გამოიწვია მწიგნობართა რაოდენობის მატება და მათი გაერთიანება ერთ უწყებაში. XI ს-იდან მწიგნობართა გარდა, წყაროებში მოიხსენიება მწიგნობართუხუცესიც, რომელიც სამეფო კარზე მეფის უახლოესი მრჩეველი და პირადი ნდობით აღჭურვილი მოხელე იყო. იგი უძღვებოდა მწიგნობართა საქმიანობას (ცნობილია ბაგრატ IV-ის თანამედროვე და ღრტილას კრების მონაწილე მწიგნობართუცესი ეფთვიმე გრძელი, აგრეთვე 1085 წ. გადაწერილი „საწელიწდო-საწინასწარმეტყუელოს“ (ხეც, A-192) ანდერძში მოხსენიებული პეტრე, იგივე პეტრიკ პატრიკი, ვესტი და მწიგნობართუხუცესი).

XII ს-ის დასაწყისში ერთმანეთს შეერწყა მწიგნობართუხუცესის თანამდებობა და ჭყონდიდლობა. მის უწყებაში შედიოდნენ საწოლის მწიგნობარი და სხვა რიგითი (24) მწიგნობარები. გარდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლისა, მწიგნობარები ემსახურებოდნენ სასახლის ყველა მნიშვნელოვან დაწესებულებას (საწოლი, სალარო, საჭურჭლე, ზარადხანა), სადაც მათ უწევდათ თავიანთი მოვალეობების შესრულება, მეფის ბრძანება-განკარგულებების ჩაწერა, სასამართლო აქტებისა თუ საუწყებო ანგარიშების შედგენა. მწიგნობარებს ჩანაწერები უნდა შეედგინათ ზეპირი მოსმენების საფუძველზეც, რაც განსაკუთრებულ სიზუსტეს და განსწავლულობას მოითხოვდა. მწიგნობართა შორის არსებულ იერარქიას გამოხატავს „ხელმწიფის კარის გარიგების“ ცნობა, რომ ხუთი ფურცელი ქაღალდი ყოველდღიურად ეძლეოდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს, სამი - საწოლის მწიგნობარს და ორი - ზარდახნისას. დანარჩენ მწიგნობარებს თითო-თითო ფურცელი ურიგდებოდათ. შესასრულებელი სამუშაო მწიგნობართა შორის გადანაწილებული იყო კომპეტენციებისა და სირთულის მიხედვით. შეწირულების და წყალობის სიგელებს, დადგენილებებს, ბრძანება-განკარგულებებს და სასამართლო გადაწყვეტილებებს საწოლის მწიგნობარი წერდა როცა სიგელის ადრესატი კერძო პირი იყო, იგი იხდიდა საფასურს, ე.წ. „ქრთამს“, რომელიც უფროს-უმცროსობის მიხედვით წილობრივად ნაწილდებოდა მწიგნობართა შორის.

მწიგნობარები ესწრებოდნენ დიდ დარბაზობას, სადაც ისინი თავიანთი სამოხელეო ინსიგნიით - იღლიაში ამოდებული საწერლით უნდა გამოცხადებულიყვნენ. აქ ერთმანეთის გვერდი-გვერდ უნდა მდგარიყვნენ საწოლისა და ზარადხანის მწიგნობარები, ხოლო დანარჩენი მწიგნობარები მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის გასწვრივ მწკრივდებოდნენ. XV ს-დან ტერმინ მწიგნობარის პარალელურად იხმარება არაბულსპარსული მდივანი ან კომპოზიტი მდივანმწიგნობარი.

სარჩევი

სამეფო კარის მწიგნობრები/ მდივანმწიგნობრები / მდივნები. XI-XV სს

  • იოვანე - ბაგრატ IV-ის კარის მწიგნობარი 1057/1058 წ. (ქისკ 1984: 37).
  • იაკობ იწრელისძე - თამარ მეფის მწიგნობარი 1195/1196 წ. (ქისკ 1984: 101).
  • მიქაელ კატარაწისძე - გიორგი ლაშას მწიგნობარი 1207/1208-121 წწ. (ქისკ 1984: 106, 110).
  • მაჩხოიტისძე იოანე - სეფის მწიგნობარი 1259 წ. (ქისკ 1984: 141).
  • იოანე - ჭყონდიდლის მწიგნობარი XIII ს. (ქისკ 1984: 191).
  • უგანოისძე იაკობ - დავით VIII-ის მწიგნობარი 1297/1298 წ. (ქისკ 1984: 184).
  • ავგაროზისძე აბრაჰამ - გიორგი V-ის მწიგნობარი 1338 წ. (ქისკ 2013: 38).
  • ჩაკურასშვილი ბოცო - გიორგი V-ის მწიგნობარი 1339 წ. (ქისკ 2013: 39).
  • მაჩრიტისძე დავით - გიორგი V-ის მწიგნობარი 1345 წ. (ქისკ 2013: 42).
  • ნიკოლაოზ - მანგლელის ძე, ანდრონიკე მეფის მწიგნობარი 1348 წ. (ქისკ 2013: 45).
  • გიორგი ეგანოისძე - დავით IX-ის მწიგნობარი 1355 წ. (ქისკ 2013: 47).
  • ჭურისძე - დავით IX-ის მწიგნობარი 1365 წ. (ქისკ 2013: 48).
  • იოსებ უჯარმელი - სამეფო კარის წინამძღვარი და მწიგნობარი 1365 წ. (ქისკ 2013: 52).
  • თავკბითასძე მახარებელი - გიორგი VII-ის მეფის მწიგნობარი 1387, 1401 წწ. (ქისკ 2013: 58, 83, 86).
  • კეტასძე დემეტრე - გიორგი VII-ის მწიგნობარი 1393 წ. (ქისკ 2013: 62).
  • ბასილისშვილი იოსებ - სეფის მწიგნობარი 1393, 1399 წწ. (ქისკ 2013: 66, 69).
  • მარკოზისშვილი დემეტრე - სამეფო კარის მწიგნობარი 1408-1428 წწ. (ქისკ 2013: 81, 91, 101, 115, 119, 126, 129, 136, 152).
  • ბეთლემისძე სოკრატ - ალექსანდრე I-ის მწიგნობარი 1417 წ. (ქისკ 2013: 122).
  • კაკლაჩასძე კლიმი - ალექსანდრე I-ის კარის მესტუმრე და მწიგნობარი 1425-1448 წწ. (ქისკ 2013: 140, 154, 157, 160, 162, 165, 169, 173, 184, 187, 191, 193, 197, 199, 202, 218; ქისკ 2014: 15, 45).
  • ქადაგის ძე ვიგრი - ალექსანდრე I-ის მწიგნობარი 1439 წ. (ქისკ 2013: 210, 220, 223, 226, 232, 23).
  • წირქუალელი გლონისთავაძე რატი - გიორგი VIII-ის მწიგნობარი და მუშრიბი. 1451-1476 წწ. (ქისკ 2014: 58, 68, 87, 94, 112, 170, 215).
  • გობირახისძე გაბრიელ - სამეფო კარის ხუცესი და მწიგნობარი 1453 წ. (ქისკ 2014: 66).
  • ზაქარია თუმანიშვილი - გიორგი VIII-ისა და კონსტანტინე II-ის კარის მწიგნობარი 1454-1487 წწ. (ქისკ 2014: 84, 152, 168, 274).
  • ბარაქსაძე გიორგი - გიორგი VIII-ის კარის მწიგნობარი 1457 წ. (ქისკ 2014: 92).
  • ჯორაშვილი გაბრიელ - გიორგი VIII-ის კარის მწიგნობარი და ჯვარისმტვირთველი 1460 წ. (ქისკ 2014: 116).
  • იათორიძე/იათორისშვილი ვარსიმე - გიორგი VIII-ისა და ალექსანდრე I კახეთის მეფის კარის მწიგნობარი 1463-1479 წწ. (ქისკ 2014: 131, 243, 247).
  • დავით - ბაგრატ ქართლ-იმერეთის მეფის (VI) კარის მწიგნობარი 1467 წ. (ქისკ 2014: 166).
  • თუმანიშვილი მურად - ბაგრატ ქართლ-იმერეთის მეფის (VI) კარის მწიგნობარი 1468 წ. (ქისკ 2014: 172).
  • ნურბული ანდრონიკე - კონსტანტინე II-ის მწიგნობარი 1472 წ. (ქისკ 2014: 205).
  • ფილიპე - კონსტანტინე II-ის (იმერეთში) მწიგნობარი 1486-1488 წწ. (ქისკ 2014: 271).
  • ფახრიშვილი ანდრონიკე - კონსტანტინე II-ის მწიგნობარი 1488 წ. (ქისკ 2014: 281).
  • თავაქალაშვილი სადათიერ - კონსტანტინე II-ის კარის მწიგნობარი, მუშრიბი, მესტუმრე. 1491 წ. (ქისკ 2014: 286; მისი მემკვიდრეები იმერეთის მეფეების მწიგნობარები ხდებიან).
  • კედელაშვილი საბა - კარის მწიგნობარი 1494 წ. (ქისკ 2014: 306).

სამეფო კარის მწიგნობრები/მდივანმწიგნობრები/მდივნები. XVI ს.ქართლი

  • თუმანიშვილი მანუჩარ - სამეფო კარის მწიგნობარი 1512-1530 წწ. (ქისკ 2016: 45, 117).
  • ესტატე - სამეფო კარის მწიგნობარი 1526 წ. (ქისკ 2016: 106).
  • იორდანე - სამეფო კარის მწიგნობარი 1540-1553 წწ. (ქისკ 2016: 157, 216).
  • ათანასე - სამეფო კარის მწიგნობარი 1542 წ. (ქისკ 2016: 169).
  • თუმანიშვილი დავით - სამეფო კარის მწიგნობარი 1546 წ.(ქისკ 2016: 185).
  • თუმანიშვილი მირველ - სამეფო კარის მწიგნობარი 1537/1538 წ. (ქისკ 2016: 153).
  • ათილასშვილი სუმბათ - სამეფო კარის მწიგნობარი 1543 წ. (ქისკ 2016: 173).
  • ზებედე - მთავარდიაკონი. სამეფო კარის მწიგნობარი 1552 წ. (ქისკ 2016: 215).
  • ბარნაბე წინამძღვარი - სამეფო კარის მწიგნობარი 1561-1567 წწ. (ქისკ 2016: 249).
  • ხერხეულიძე/აღათანგელისძე ნავროზ - სამეფო კარის მწიგნობარი 1566-1580 წწ. (ქისკ 2016: 266, 301, 306, 307, 315, 318, 319).
  • თუმანიშვილი შაჰველ - სამეფო კარის მწიგნობარი, ვაზირი. 1581-1591 წწ. (ქისკ 2016: 311, 327, 329, 411, 413).
  • რევიშვილი ზილფიყარ - სამეფო კარის მწიგნობარი 1583-1618 წწ. (ქისკ 2016: 343, 346, 370, 373, 382, 386, 388, 407, ქსის 1955: 19.32, 37; პალ 2007: 65)
  • აბაშიძე ესტატე - სამეფო კარის მწიგნობარი 1586-1612 წწ. (ქისკ 2016: 362, 365, 366, 371, 409, 416, პალ 1991: 49).
  • თუმანიშვილი ნასრია - სამეფო კარის მწიგნობარი 1595-1624 წწ. (ქისკ 2016: 436; პალ 1993: 353).

სამეფო კარის მწიგნობრები/მდივნები. XVII ს. ქართლი

  • რევიშვილი ქუმსი - სამეფო კარის მწიგნობარი 1608-1611 წწ. (პალ 2007: 66-67)
  • მარტიროზიშვილი ავთანდილ (I) - სამეფო კარის მწიგნობარი , მდივანთუხუცესი, დედოფლის ქართლი 1610-1656 წწ. (პალ 2007: 69-70; ქსის 1955: 147, 218, 225).
  • ოქრუაშვილი შერმაზან - სამეფო კარის მწიგნობარი (1627-1633 წწ. სს 1899: 480; ქსის 1955: 63, 64, 68, 70, 75, 79, 94; პალ 2004: 351).
  • ყორღანაშვილი პაატა - სამეფო კარის მწიგნობარი 1626 წ. (ქსის 1955: 73).
  • თუმანიშვილი გორჯასპ - სამეფო კარის მწიგნობარი 1626-1678 წწ. (პალ 1993: 340).
  • თუმანიშვილი მანუჩარ - მერიქიფეთუხუცესი 1626-1628 წწ.; მორდარი 1638-1666 წწ.; სამეფო კარის მწიგნობარი 1670 წ. (პალ 1993: 349-353).
  • თუმანიშვილი ბირთველ - სამეფო კარის მწიგნობარი 1626-1664 წწ. (ქსის 1955: 88, 91, 114, 118, 123, 172, 174, 190, 215; პალ1993: 327-333).
  • ყანდურალიშვილი ფირალ - სამეფო კარის მწიგნობარი 1630-1662 წწ., სალაროს მუშრიბი 1636-1657 წწ. (ქსის 1955: 82, 83, 174, 190, 215, 291, 295, 297; ქსოის 1984: 31; პალ 2015: 16-17).
  • ყორღანაშვილი მერაბ - სამეფო კარის მწიგნობარი 1633-1672 წწ. (ქსის 1955: 107, 112, 121, 123, 139, 162, 182, 188; ქსოის 1984: 23; პალ 2015: 61-65).
  • მარტიროზიშვილი შალვა - სამეფო კარის მწიგნობარი 1634-1673 წწ. (პალ 2004: 73-74; ქსოის 1984: 21).
  • სვიმონ - სამეფო კარის მწიგნობარი 1952 წ. (პალ 2007: 167).
  • ყორღანაშვილი შაველ - სამეფო კარის მ. 1655-1658 წწ. (ქსის 258, 64, 281; ქსოის 1984: 25; პალ 2015: 78-79).
  • თუმანიშვილი გიორგი (ბირთველ II-ის შვილი) - სამეფო კარის მწიგნობარი 1653-1679 წწ. (პალ 1993: 338-340; ქსის 1955: 241, 327).
  • მარტიროზისშვილი სულხან - სამეფო კარის მწიგნობარი 1658-1660 წწ. (ქსის 1955: 273; პალ 2004: 73).
  • თუმანიშვილი პაპუა - სამეფო კარის მწიგნობარი 1662-1673 წწ. (პალ 1993: 357).
  • ყორღანაშვილი იარალი - სამეფო კარის მწიგნობარი 1663-1697 წწ. (პალ 2015: 58-59).
  • ფეშანგ - სამეფო კარის მწიგნობარი 1664-1666 წწ. (პალ 2007: 307).
  • მარტიროზისშვილი ბეგთაბეგ - სამეფო კარის მწიგნობარი 1664-1697 წწ. (ქსის 302, 304; პალ 2004: 70-72).
  • მარტიროზიშვილი ზაქარია - სამეფო კარის მწიგნობარი 1664-1688 (პალ 2004: 72-73). მარტიროზიშვილი ფარსადან - სამეფო კარის მ. 1664-1692 წწ. (პალ 2004: 73).
  • თუმანიშვილი ზურაბ - სამეფო კარის მწიგნობარი 1665-1699 წწ. კახთ მ. 1673-1678 წწ. (პალ 1993: 345-347).
  • მანდენაშვილი როსტევან - სამეფო კარის მწიგნობარი 1660-იანი-1688 წწ. (პალ 2004: 46-47; ქსის 1955: 326).
  • როსტევანაშვილი ქაიხოსრო - ერეკლე I-ის მ. 1670-1700 წწ. (პალ 2007: 77).
  • თუმანიშვილი სულხან - ქართლის სამეფო კარის მწიგნობარი 1673-1684 წწ. (ქსის 1955: 318, 330, 333; პალ 1993: 357-358).
  • თუმანიშვილი ესტატე - სამეფო კარის მწიგნობარი 1689-1693 წწ. (ქსის 1955: 393; პალ 1993: 342-343).
  • ენაკოლოფაშვილი ბეჟან - ქართლის სამეფო კარის მწიგნობარი 1688-1693 წწ. (პალ 1993: 133). მარტიროზისშვილი ავთანდილ (II) - სამეფო კარის მწიგნობარი 1694-1695 წწ. (პალ, III, 70)
  • ენაკოლოფაშვილი ფარემუზ - ქართლის სამეფო კარის მწიგნობარი 1696-1699 წწ. (პალ 1993: 134)
  • ფეშანგიშვილი დავით - ქართლის სამეფო კარის მწიგნობარი 1688-1699 წწ. (ქსის 1955: 392; პალ 2007: 308; პალ 1993: 46).
  • დათუაშვილი - ერეკლე I-ის მწიგნობარი 1693 წ. (პალ 1993: 38).
  • ხუცია - სამეფო კარის მწიგნობარი 1689-1693 წწ. (ქსის 1955: 343).
  • ფირალისშვილი დავით - ნაზარალი-ხანის მწიგნობარი 1697 წ. (პალ 2007: 314).
  • თუმანიშვილი გივი - სამეფო კარის მწიგნობარი 1681-1723 წწ., წედისის მოურავი 1688 წ. (პალ 1993: 333-338; ქსის 1950: 340, 341, 350, 353, 383, 385, 406, 425; დსსი 1940: 201; გიდ 2008: 107, 151, 175).
  • თუმანიშვილი ოთარ - სამეფო კარის მწიგნობარი 1682-1703 წწ. (პალ1993: 354-357)
  • შალიკაშვილი ედიშერ - სამეფო კარის მწიგნობარი 1693-1703 წწ.; დედოფლის მწიგნობარი 1695-1696 წწ.; მეფის ქარხნის ნაზირი 1696-1703 წწ.; იბრეიმ-ფაშას მწიგნობარი 1723 წ. (ქსის 1955: 363; პალ 2015: 10-110; სეა: 1450-17/76; 1450-26/159)..
  • ჯავახიშვილი დავით - სამეფო კარის მწიგნობარი 1697-1732 წწ. (ქსის 1955: 386; სეა: 1448-1549; 1450-47/ 14; გიდ 2008: 191).

სამეფო კარის მწიგნობრები/მდივან-მწიგნობრები/მდივნები XVIII ს. ქართლი

  • თუმანიშვილი გივი - სამეფო კარის მწიგნობარი 1710 წ. (ქსის 1955: 425)
  • ჯავახიშვილი გიორგი - სამეფო კარის მწიგნობარი 1721-1743 წწ. (მსეი, 1953: 14-15, სეა, 1448-5426; ხეც, Hd-10154; დსსი 1940: 249-250; მსეი 1953: 14, 15).
  • შანშეან-მარტიროზიშვილი ბეგთაბეგ - სამეფო კარის მწიგნობარი 1721-1743 წწ. (მსეი 1953: 14; ქსძ 1970: 705; ხეც Hd-978; სეა, ფ. 1450, დ. 27, ს. 119; დსსი 1940: 254-255; მსეი 1953: 14).
  • თუმანიშვილი ბირთველ (III) - სამეფო კარის მწიგნობარი 1723-1735 წწ. (ხეც: Ad-15141, Qd-8569; სეა: 1449-1073; 1449-636).
  • შარმაზან - სამეფო კარის მწიგნობარი 1723 წ. (1450-37/231).
  • კავკასიძე მელქისედეკ - სამეფო კარის მწიგნობარი 1725-1734 წწ. ხეც: Hd-11345, Hd-14852ა; სეა: 1448-. 105; 1450-47/ 122; 1449-268).
  • შანშეან-მარტიროზიშვილი ყარან - სამეფო კარის მწიგნობარი 1725-1742 წწ. (სეა: 1450-34/117; 1448-5014; ხეც: Hd-2745; Hd-14290; დსსი 1940: 294-295).
  • თაქთაქიშვილი სულხან - სამეფო კარის მწიგნობარი 1725-1734 წწ. (სეა, 1450-34/ 117; ხეც, Hd-14852ბ).
  • აბაზაძე ბეჟან - სამეფო კარის მწიგნობარი 1727 წ. (სს 1909: 338-339).
  • პაატა - სამეფო კარის მწიგნობარი 1732 წ. (ხეც: Sd-253ა, Hd-1026, სეა, 1450-48/58).
  • აბრამიშვილი იესე - სამეფო კარის მწიგნობარი 1735 წ. (ხეც, Qd-1026; სეა, 1450-48/58).
  • ვახუშტი - სამეფო კარის მწიგნობარი 1735-1737 წწ. წ. (ხეც: Hd-2388; Hd-9685; Hd-9685; დსსი 1940: 268-269).
  • თუმანიშვილი ეგნატი - მწიგნობარი 1735 წ. (ხეც, Qd-167).
  • თუმანიშვილი გორჯასპ (II) - სამეფო კარის მწიგნობარი 1735-1769 წწ. (ხეც: Ad-386; Hd-10123; Hd-10038; Hd-10284; Hd-14522; Sd-203; Sd-1706; სეა: 1448-3514; 1450-25/36; დსსი 1953: 255; გიდ 2008: 374).
  • კავკასიძე ეფრემ - სამეფო კარის მწიგნობარი 1736 წ. (Qd-10654).
  • ბაინდურაშვილი ავთანდილა - მწიგნობარი , მუშრიბი; 1736-1743 წწ. (ხეც Hd-3816; Hd-491; სეა: 1448-79; 1450: .1/135; 1450-14/ 26; 1449-50-13/43; დსსი 1940: 294-295).
  • თუმანისშვილი დემეტრე - სამეფო კარის მწიგნობარი 1739 წ. (სეა: 1448-158).
  • ფარემუზაშვილი პაპა - სამეფო კარის მწიგნობარი 1741 წ. (სეა: 1450-1/9, 1450-1/ 11.).
  • [თუმანიშვილი] ოთარ - სამეფო კარის მწიგნობარი 1737-1769 წწ. (სეა, 1450-4/261; ხეც: Hd-1875; Ad-1421; Qd-531; ТКПФ 1989: 83; ქსის 1955: 453).
  • შანშეან-მარტიროზიშვილი სულხან (ბეგთაბეგის ძე) - სამეფო კარის მწიგნობარი 1752-1770 წწ. ფეშქაშნავისი 1770 წ. (სეა, 1448-125; 1448-2917; ხეც: Qd-168; Qd-7019, Qd-196; დსსი 1940: 317-318).
  • თუმანიშვილი ედიშერ - მწიგნობარი 1763-1768 წწ. (ხეც, Sd-1748; სეა, 1448-1282).
  • [შანშეან-მარტიროზიშვილი] ბეგთაბეგ - სამეფო კარის მწიგნობარი 1765 წ. (ხეც, Qd-8586).
  • თუმანიშვილი დავით - სამეფო კარის მწიგნობარი 1771 წ. (გიდ 2008: 447)
  • ჯავახიშვილი დავით - სამეფო კარის მწიგნობარი 1766-1771 წწ. (ხეც, Qd-806).
  • იესე - სამეფო კარის მწიგნობარი 1768 წ. (სეა, 1448-1282).

სამეფო კარის სამეფო კარის მწიგნობრები/მდივან-მწიგნობრები. XV-XVIII სს. კახეთი

  • ლაჟვარდისძე დანიელ - სამეფო კარის მწიგნობარი 1464 წ. (ქისკ 2014: 139).
  • იათორიძე/იათორისშვილი ვარსიმე - სამეფო კარის მწიგნობარი 1479 წ. (ქისკ 2014: 247).
  • ალმატისშვილი იოანე - სამეფო კარის მწიგნობარი 1492-[1501] წწ. (ქისკ 2014: 293).
  • დანიელ - სამეფო კარის მწიგნობარი 1513 წ. (პალ 1993: 51).
  • ტიმოთე - სამეფო კარის მწიგნობარი 1505-1527 წწ. (პალ 2007: 243)
  • ქემაროზისძე იოანე - სამეფო კარის მწიგნობარი 1558 წ. (პალ 2007: 364).
  • მთავარასძე ზურაბ - სამეფო კარის მწიგნობარი 1560-1570-იანი წწ. (პალ 2004: 165-166)
  • მათარსი - სამეფო კარის მწიგნობარი 1577 წ. (პალ 2004: 7).
  • ჭრელა მირზაშვილი - სამეფო კარის მწიგნობარი 1597 წ. (პალ 2004: 175).
  • ლაზარე - სამეფო კარის მწიგნობარი 1622*[1632] წწ. (პალ 1993: 549).
  • ნათანაელ - სამეფო კარის მწიგნობარი 1625-1641 წწ. (პალ 2004: 260)
  • ოღიაშვილი იოანე - სამეფო კარის მწიგნობარი 1621-1630 წწ. (პალ 1993: 444; პალ 2004: 354)
  • დავით - სამეფო კარის მწიგნობარი 1631-1660 წწ. (პალ 1993: 15)
  • ელიზბარ - სამეფო კარის მწიგნობარი 1641-1648 წწ. (პალ 1993: 123).
  • ლაზარესშვილი იოვანე - სამეფო კარის მწიგნობარი 1646 წ. (პალ 1993: 550).
  • ონანა - სამეფო კარის მწიგნობარი 1656-1692 წწ. სახლთუხუცესი 1690-1703 წწ. (პალ 2004: 328-329.
  • თამაზ - სამეფო კარის მწიგნობარი 1664-1692 წწ. (პალ 1993: 277).
  • თუმანიშვილი ზურაბ - სამეფო კარის მწიგნობარი 1665-1699 წწ. (პალ 1993: 345-347).
  • მგალობლისშვილი პეტრე - სამეფო კარის მწიგნობარი 1688 წ-ის ახლო. (პალ 2004: 134)
  • თუმანიშვილი შიოშ - ნაზარალი-ხანის (ქართლი) მწიგნობარი 1673-1704 წწ. კახეთის მწიგნობარი 1703-1716 წწ. (პალ 1993: 361-362; ქსის 1955: 345, 359, 376, 404, 408, 410, 417; ქსოის 1984: 43; გიდ 2008: 49, 99, 277, 281).
  • [თუმანიშვილი] გორჯასპ (I) - იმამყული-ხანის (დავით II) მწიგნობარი 1698-1708 წწ. სეა, 1448-2943, ქსის 1950: 396, 419, 423; სს 1909: 368).
  • გურგენ - დავით-იმამყული-ხანის მწიგნობარი 1716 წ.(ქსოის 1984: 42).
  • ავთანდილ - დავით-იმამყული-ხანის მწიგნობარი 1720 წ. (ქსის 431).
  • ონანა - კონსტანტინე-მაჰმადყული-ხანის მწიგნობარი 1723 წ. (სეა, 1450-32/251).
  • თუმანიშვილი სულხან - სამეფო კარის მწიგნობარი 1727-1779 წწ. (ხეც: Ad-386; Ad-1035; Qd-3774; Hd-10123; Hd-10284; Hd-7803, Hd-9703, Hd-5196; ქსის 1955: 440, 442, 447; 1736-1739 წწ. დსსი 1940: 271-272, 266-267; მსეი 1953: 26-27; გიდ 2008: 511).
  • ზურაბ - სამეფო კარის მწიგნობარი 1736-1743 წწ. (კაკაბაძე 1913: 55-60; სეა, 1449-2592; ხეც, Ad-2244).

სამეფო კარის სამეფო კარის მწიგნობრები/მდივან-მწიგნობრები. XV-XVIII სს. იმერეთი

  • გიორგი მოლაზონისძე - სამეფო კარის მწიგნობარი 1432 წ. (პალ 2004: 206)
  • ნიკოლოზ - სამეფო კარის მწიგნობარი 1446 წ. (ქისკ 2014: 31).
  • კახაბერისძე - სამეფო კარის მწიგნობარი 1455-1459 წწ. (ქისკ 2014: 89).
  • იოვაკიმე - ალექსანდრე II იმერეთის მეფის მწიგნობარი 1484-1510 წწ. (ქისკ 2014: 264).
  • თავაქალაშვილი ალადად - ალექსანდრე II იმერეთის მეფის მწიგნობარი 1497 წ. (ქისკ 2014: 318).
  • თავაქარაშვილი ზურაბ - სამეფო კარის მწიგნობარი 1527 წ. (პალ 1993: 265).
  • თავაქარაშვილი მირველ - სამეფო კარის მწიგნობარი 1558 წ. (პალ 1993: 264).
  • თუმანიშვილი ელიზბარ - სამეფო კარის მწიგნობარი 1570 წ. (პალ 1993: 341).
  • თავაქარაშვილი აღასი - სამეფო კარის მწიგნობარი 1568-1573 წწ. (პალ 1993: 264).
  • თავაქარაშვილი ხმაფილანდრო - სამეფო კარის მწიგნობარი 1601 წ. (პალ 1993: 266).
  • თავაქარაშვილი თაყა - სამეფო კარის მწიგნობარი 1610 წ. (პალ 1993: 265).
  • თავაქარაშვილი პაატა - სამეფო კარის მწიგნობარი 1627-1639 წწ. (პალ 1993: 265-266).
  • თავაქარაშვილი მამუკა - სამეფო კარის მწიგნობარი 1628-1639 წწ. (პალ 1993: 265).
  • თავაქარაშვილი ხოსინა - სამეფო კარის მწიგნობარი 1639-1646 წწ. (პალ 1993: 266).
  • ფეშანგ - სამეფო კარის მწიგნობარი 1641-1664 წწ. (პალ 2007: 307).
  • გიორგი „ქართველი“ (აქ: ქართლელი) - 644-1660 წწ. (პალ 1991: 651).
  • თავაქარაშვილი ბაქარ - სამეფო კარის მწიგნობარი 1658 წ. ახლო. (პალ 1993: 265).
  • თავაქარაშვილი ბეჟია - სამეფო კარის მწიგნობარი 1677-1680 წ. (პალ 1993: 265).
  • თავაქარაშვილი ხუცია - სამეფო კარის მწიგნობარი 1660-1673 წწ. (პალ 1993: 266).
  • თავაქარაშვილი ასლან - სამეფო კარის მწიგნობარი 1663-1697 წწ. (პალ 1993: 264).
  • თავაქარაშვილი პატა - სამეფო კარის მწიგნობარი 1678-1685 წწ. (პალ 1993: 266).
  • თავაქარაშვილი ელიზბარ - სამეფო კარის მწიგნობარი 1685 წ. (პალ 1993: 265).
  • თავაქარაშვილი ბეჟან - სამეფო კარის მწიგნობარი 1685 წ. (პალ 1993: 266).
  • თავაქარაშვილი ასლან - სამეფო კარის მწიგნობარი 1690-1697 წ. (სეა, 1449-61; ხეც, Hd-503).
  • გურგენ - სამეფო კარის მწიგნობარი 1683-1697 წწ. (პალ 1991: 746).
  • ადამიძე სოლომონ - სამეფო კარის მწიგნობარი 1698-1701 წწ. (ხეც, Sd-631).

წყაროები და ლიტერატურა

  • საბინინი 1882: 616;
  • აბულაძე 1955: 205;
  • აბულაძე 1967: 177;
  • ხელმწიფის კარის გარიგება 1970: 46;
  • ჯავახიშვილი 1982: 277-279;
  • ჯავახიშვილი 1996: 431-432;
  • ბერძენიშვილი 1966: 6-10;
  • მეტრეველი 1996: 224,
  • სილოგავა 2004: 210.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები