მჭედლური დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით მჭედლური

მჭედლური დავით – (1947 – 2006), ქართველი კრიტიკოსი, მწერალი, პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. დაიბადა სოფელ მიგრიაულთაში (დუშეთი). 1970 წელს დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა მასწავლებლად, სკოლის დირექტორად, საქართველოს რადიოს მხატვრულ გადაცემათა რედაქციის განყოფილების გამგედ, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოს” და ჟურნალ „ცისკრის” კრიტიკის განყოფილების გამგედ, გამომცემლობა „მერანის” მთავარ რედაქტორად. გამოცემული აქვს ლექსების 10 კრებული („პირმზითი”, 1975, „დამშვიდობება საგვარეულო სახლთან”, 1980, „მონატრება”, 1982 და ა.შ.), მე-11-ე – „მოგონებები სიცოცხლეზე” – დაიბეჭდა გარდაცვალების შემდეგ, აგრეთვე, რომანი „პირველი”, ისტორიული ჟანრის − „ლავრენტი ბერიას მთავარი დანაშაული”, კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილების სამი წიგნი.


* * *
მომწყინდა ესე სოფელი,
როდემდე უნდა მეცადა,
გულისა თვალნი ავაღენ,
ავყევ, ავედი მე ცადა.
ვერ შევძელ, ან თუ შემეხსნა,
ან ცისთვის კარი შემება,
ვინ მაპატია აფრენა,
სამყაროს ქარი შემება.
დამცა, დამრია, დამამხო,
ვეღაროთ ავალ მე ცადა?
გული კრთის... მხრების აწევა
ნეტავი სულ არ მეცადა!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები