მხედრული ვალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მხედრული ვალისამხედრო მოსამსახურეების მორალურ-სამართლებრივი ვალდებულება ხალხის და სახელმწიფოს წინაშე იმ ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც შეიარაღებულ ძალებზეა დაკისრებული. მხედრული ვალის ფორმირების ობიექტურ საფუძვლად გვევლინება სახელმწიფოს და საზოგადოების მოთხოვნები შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისადმი, მისი მორალურ-საბრძოლო თვისებებისადმი, მხედრული მოვალეობის შესრულებისადმი.

სამხედრო მოსამსახურის უნარი დამოკიდებულია მის პოლიტიკურ და მოქალაქეობრივ სიმწიფეზე, სამხედრო-პროფესიულ მომზადებაზე, ფსიქოლოგიურ წრთობაზე, სახელმწიფოს სამხედრო პოლიტიკის, სამხედრო სამსახურის საზოგადოებრივი მნიშვნელობის გაცნობიერებაზე.

სამხედრო მოსამსახურის ქცევის ზნეობრივი და სამართლებრივი ნორმა, მისი ძირითადი მოთხოვნები გამყარებულია ქვეყნის კონსტიტუციაში, სამხედრო ფიცში, სამხედრო წესდებებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები