ნადარაია ფაუსტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფაუსტ ნადარაია

ნადარაია ფაუსტ − (1955), ქართველი პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. ფაუსტ ნადარაიას ლექსები, თარგმანები, ლიტერატურული წერილები და სხვადასხვა სახის კრიტიკულ-კვლევითი შრომები სისტემატურად ქვეყნდება პერიოდულ პრესაში. არის რაიონულ გაზეთ „მარტვილის” რედაქტორი, ავტორია წიგნებისა: „მარტვილის სახელოვანი შვილები”, „გიორგი ჭყონდიდელი”, საცნობარო წიგნი „მარტვილი” (ზურაბ ბიგვავასთან ერთად), „გონების სავარჯიშო ბავშვებისთვის”, „სამეგრელო-ზემო სვანეთი”, ლიტერატურული წერილების კრებული „რეპლიკები და მოსაზრებები”. 2016 წელს შეადგინა და გამოსცა მეგრული ლექსების კრებული „ბჟა დია ჩქიმი”. მის ერთ ლექსს − „ჩქიმი ჭიჭე სამარგალო” − რომელზეც მშვენიერი მუსიკაა შექმნილი, მთელი სამეგრელო მღერის.


პერსი ბიში შელი,
საღამო მშვიდობის
თარგმნა ფაუსტ ნადარაიამ
„საღამო მშვიდობის” − ეს როგორ იქნება,
უშენოდ სიმშვიდეს მომიტანს რამე?
ნუ წახვალ, აქ დარჩი, სხვა არც რა მჭირდება
და მაშინ მექნება მშვიდობის ღამე.
ჩემთვის უშენობა დარდია ტიალი,
სხვა ვინ დამიამებს ამ მწუხრის წამებს,
მოდი, ერთად დავტკბეთ ჩვენ ტრფობის სიამით
და მაშინ გვექნება მშვიდობის ღამე.
გულები მარადჟამს, ღამით და დღისითაც,
სულ ერთმანეთისკენ ილტვიან მინდობით,
აქვთ დილა-საღამო საკმაოდ მშვიდი და
არასდროს ეტყვიან ერთმანეთს: „მშვიდობით”


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები