ნადუღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნადუღი

ნადუღი - რძის პროდუქტი, ხაჭოსებრი მასა, რომელსაც აქვს ერთგვაროვანი, ნაზი კონსისტენცია, ახასიათებს ალბუმინისთვის ჩვეული გემო და აქვს ქათქათა რძის ფერი, ოდნავ დაკრავს კრემისფერი.

ნადუღს საქართველოში, უპირველესად მის დასავლეთ რეგიონებში, რძის ეროვნულ პროდუქტებს შორის უხსოვარი დროიდან განსაკუთრებული ადგილი უკავია. მას შრატის ალბუმინური ცილებისგან იღებენ და განეკუთვნება ყველაზე ძვირფას დიეტურ პროუქტს.

ნადუღის წარმოების ტექნოლოგია ითვალისწინებს შრატის მომზადებას (ნორმალიზებას ცხიმის მიხედვით), გაცხელებას და შემჟავებას, მოხარშვას და ნადედის დაწნეხას - ნადუღის მიღებას, გაცივებას, დაფასოებას, მარკირებას, დამატებით გაცივებას და შენახვას.

საქართველოში განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ნადუღი პიტნიტ და მარილის შემავსებლებით.



წყარო

პური ჩვენი არსობისა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები