ნავი (წყლის ტრანსპორტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნავი

ნავი - წყლის პრიმიტიული ტრანსპორტი, როგორც ერთ ხეში ამოღებული, ისე შედგენილი. მოძრაობის ნიჩბებითა და ჭოკის მეშვეობითაც.

ნავი საქართველოში გავრცელებული მცირე მოცულობის ნავისებური ტიპის ტრანსპორტის ზოგადი სახელი.

ლაზური ნავი

საქართველოში საზღვაო ნავებითა და ნაოსნობით ძირითადად ჭარნალ-გონიოს, სარფის, ბათუმისა და პეტრა-ქობულეთის ზონის მოსახლეობა სარგებლობდა. საზღვაო ნაოსნობაში პრიორიტეტი უფრო ლაზებს ეკუთვნოდათ. ნავებით ლაზები მიმოსვლას ბათუმთან, ფოთთან, ტრაპიზონთან, შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროს პუნქტებთან აწარმოებდნენ. საუკეთესო ნავმისადგომები ყოფილა ბათუმში – სარფთან, პეტრა-ციხისძირთან, გონიოს ციხე-ქალაქთან.

ლაზური ნავის კონსტრუქციულ აღწერილობას თურქი ისტორიკოსი – მოგზაური ევლია ჩელები და გერმანელი მეცნიერი, მოგზაური ჰერმან კოილერი იძლევიან, რომელმაც აჭარასა და ლაზეთში 1842 წელს იმოგზაურა. ევლია ჩელებს ერთი ასეთი ნავით, რომელსაც მენექსილა ხომალდს უწოდებს, გონიოს ციხიდან ანაპამდე უმოგზაურია. ისტორიკოსის ცნობით, ამგვარი საზღვაო ნავი სამი მსხვილი ალვის ხისაგან ყოფილა დამზადებული, რომელიც მდინარე ჭოროხის ნაპირას ხარობდა. ერთი ფიცარი ნავს ქვემოდან ჰქონია ამოკრული, თითოც გვერდებზე. ირგვლივ კი ნავი ლერწმისა და ჭილის წნულისაგან ყოფილა შემოკრული, რის მეოხებითაც ზღვის ქარიშხალი ნავში ვერ ატანდა და ღელვის დროს იგი კორპებივით დაცურავდა. ამიტომაც ასეთი ნავები, რომლებიც გობის მოყვანილობის იყო, იმდროისათვის საუცხოო ნავებად ითვლებოდა. ჰ. კოილერი ლაზურ ნავებს რიზესა და სურმენეს ნავმშენებლობის ცენტრების მიხედვით აღწერდა. მისი ცნობით, აქ ბრტყელძირიანი საზღვაო ნავები წინ და უკან აწეული ცხვირით შენდებოდა, რომლებიც ზურგის ქარის დროს კარგად დაცურავდნენ, პირქარის შემთხვევაში კი − ჩერდებოდნენ. მისივე დახასიათებით, ლაზური ნავები გერმანულ თუ ჰოლანდიურ გილიოტებს წააგავდა. პატარა ნავის სიგრძე ოცდაათ ფუტამდე, ხოლო სიგანე − შვიდ ფუტამდე აღწევდა. მოზრდილ ნავებს ექვსი-რვა ტონა ტვირთის წაღება შეეძლოთ. ზურგის ქარის დროს ბათუმიდან ტრაპიზონამდე ნავს თოთხმეტი-თვრამეტი საათი სჭირდებოდა, პირქარის შემთხვევაში კი ხუთი-ექვსი დღე. მეზღვაურები ამ დროს ნავს ნაპირის გასწვრივ ბოგირით მიათრევდნენ.

ლაზები ორი ტიპის საზღვაო ნავს − ფელუკას აგებდნენ, რომლებიც სათევზაოდ და სავაჭრო მიმოსვლისათვის იყო გამიზნული. მათი ტვირთმზიდაობა შესაბამისად 200 და 500-600 ფუთს შეადგენდა. ნავები უპირატესად გამძლე წაბლის ხისაგან მზადდებოდა.



ლიტერატურა

ქელ. 2009.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები