ნავსაწინააღმდეგო ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნავსაწინააღმდეგო ბრძოლა (ომი), - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს სხვა ქვეყნებში მიღებული ტერმინი. მოიცავს იმ ღონისძიებების კომპლექსს, რომლებსაც ასრულებს შეიარაღებული ძალების ყველა სახეობა. მათი მიზანია, აღმოაჩინონ და გაანადგურონ მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავები, აგრეთვე მათი საბრძოლო საქმიანობის უზრუნველმყოფი ძალები და საშუალებები. ეწყობა საომარი მოქმედების ყველა საზღვაო, საოკეანო თეატრზე და ეყრდნობა მუდმივი ნავსაწინააღმდეგო თვალთვალის სისტემას.

სამხედრო-საზღვაო ძალებში განიხილება, როგორც ზღვაზე გაბატონების ამოცანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი. ნ.ბ-ის მიზანია საპასუხო სარაკეტო-ბირთვული დარტყმის თავიდან აცილება მნიშვნელოვან სახმელეთო ობიექტებზე საოკეანო და საზღვაო მიმართულებებიდან.ასევე ხელშემწყობი პირობების შექმნისთვის წყალზედა საბრძოლო ხომალდების შენაერთებისთვის მეწინავე რაიონებში მოქმედების დროს, საზღვაო და საოკეანო კომუნიკაციების უზრუნველყოფა (დაცვა).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები