ნაზი მანერები ბიჭებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაზი მანერები ბიჭებში - ზოგი ბიჭი ამჯობინებს გოგოსავით გამოწყობასა და გოგონებთან თამაშს. ზოგს ნაზი მანერები აქვს და ამბობს, რომ გოგოდ ყოფნა სურს. ამის მიზეზი უცნობია და ენდოკრინული დარღვევების ნიშნებიც არ აღინიშნება. შესაძლებელია, ეს უკავშირდებოდეს ბავშვის მიმართ ოჯახის დამოკიდებულებას. ზოგჯერ მშობლები ბიჭებს გოგოსავით აცმევენ; თამაშებში, პარტნიორის არყოლის გამო, ზოგ ბიჭს გოგოს როლს მიუჩენენ. შესაძლოა, ოჯახში არ იყოს მამაკაცი, რომელთანაც ბავშვი იდენტიფიცირებას მოახდენდა. თუმცა, ასეთი გავლენების მიუხედავად, ბიჭების უმრავლესობა მაინც არ ხდება ფემინური.

მკურნალობისას ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად სწორია ინტერვენცია. თანმხლები ემოციური აშლილობების გამო ბავშვი დახმარებას საჭიროებს. ასევე, მნიშვნელოვანია მშობლების გამოკითხვა და ყველა იმ ქცევის განხილვა, რომელიც ხელს უწყობს ასეთი ქცევისა და სურვილის არსებობას ან გამყარებას.

პროგნოზი გაურკვეველია. მოზრდილი მამაკაცი ტრანსვესტისტები და ტრანსსექსუალები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვობაში გოგოს როლში თამაში უფრო სიამოვნებდათ. თუმცა, კვლევებით დადგენილია, რომ ბავშვობაში ქალური ქცევა მოზრდილ ასაკში უფრო მეტად ბისექსუალიზმთან ან ჰომოსექსუალიზმთანაა დაკავშირებული, ვიდრე ტრანსვესტიზმსა და ტრანსექსუალობასთან (Zuger, 1984; Green, 1985).


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები