ნაირგვაროვანი ძალები (ფლოტის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაირგვაროვანი ძალები (ფლოტის) - სამხედრო-საზღვაო ძალების სხვადასხვა გვარეობების შენაერთები და ნაწილები, რომლებიც გაერთიანებული არიან საშტატო (დროებით) ფორმირებად გარკვეული საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად.

ნაირგვაროვანი ძალები ასრულებენ დასახულ ამოცანებს საომარი მოქმედების საზღვაო თეატრის (საომარი მოქმედების საოკეანოთეატრის) დანიშნულ სანაპირო - საოპერაციო ზონაში, ფლოტის ძალების ბაზირებისა და გაშლის, საბრძოლო პატრულირების რაიონებში მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავების საბრძოლო მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მოწინააღმდეგის ნავსაწინააღმდეგო ძალებთან და სხვა სახომალდო ძალებთან საბრძოლველად. მათი მიზანია, მოიპოვონ ბატონობა ზღვაზე და დაარღვიონ კომუნიკაციები, უზრუნველყონ საზღვაო გადაზიდვა-გადაყვანა, საზღვაო დესანტის გადასხმა, ხელშემწყობი ოპერატიული რეჟიმის შენარჩუნება და სხვა. ამოცანების შესასრულებლად, როგორც წესი, ისინი შედიან ოპერატიულ და ოპერატიულ-ტაქტიკურ (ფლოტილიები და ესკადრები) გაერთიანებებში.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები