ნამიბია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნამიბიის დროშა

ნამიბია (Namibia - ნამიბიის რესპუბლიკა), სახელმწიფო აფრიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე.

ფართობი - 825,4 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 2,2 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ინგლისური და აფრიკაანსი.

დედაქალაქი - ქ. უინდჰუკი.

ადმინისტრაციულად იყოფა 13 რაიონად. შედის ბრიტანეთის თანამეგობრობაში. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს ორპალატიან პარლამენტს, აღმასრულებელი – პრეზიდენტს და მთავრობას. დამოუკიდებლობა გამოაცხადდა 1990 წლის 21 მარტს.

ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სამთომოპოვებითი მრეწველობა (ალმასი, ოქრო, ვერცხლი, ურანი, ცინკი, ტყვია და სხვა) და სოფლის მეურნეობა (ძირითადად მეცხვარეობა).

მსხვილი საზღვაო პორტებია: უოლფიშ-ბეი, ლიუდერიცი.

საერთაშორისო აეროპორტია უინდჰუკი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 9,2 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 9 ათ., რომელშიც შედის სამხედრო ავიაცია და სამხედრო-საზღვაო 0,2 ათ.. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები