ნამუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნამუ(შუმ.) პირველარსებული წყლის სტიქიონის პერსონიფიკაცია, ზღვაური ქალღმერთი, „უსძლო“ და უქორწინებელი, რომლის საშოში მოქცეული იყო ჯერ კიდევ განუწვალებელი ცა და მიწა, ანუ მთელი სამყარო ქაოტურ მდგომარეობაში. აქედან მისი ეპითეტი – „მშობელი დედა ცისა და მიწისა“, მეორე ეპითეტი – „წინაპარი დედა, მშობელი ურიცხვი ღმერთისა“ ნამუს თეოგონიურ ასპექტს წარმოგვიდგენს. შუმ. ტექსტებში არ არის შემონახული ნამუს კოსმოგონიური ღვაწლის ამსახველი სიუჟეტი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები