ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალები - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში შემავალი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების ძირითადი ნაწილი. შეიქმნა ნატოს საბჭოს მე-5 სესიის გადაწყვეტილებათა შესაბამისად 1950 წლის სექტემბერში.

1991 წელს მიღებულ იქნა „ჩრდილოატლანტიკური კავშირის ახალი სტრატეგიული კონცეფცია“, რომელიც ნატოს ქვეყნების უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფასთან ერთად ითვალისწინებს ძალებისა და შესაძლებლობების შექმნას, მათ შორის, სამშვიდობო ოპერაციების ჩასატარებლად.

1994 წელს მოწონებულ იქნა „ეროვნებათაშორისი ოპერატიული ძალების“ კონცეფცია, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევს ოპერაციების განხორციელებას გაეროს ეგიდით ან ეუთოს სანქციით, მათ შორის, იმ სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც არ შედიან ნატოში.

ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შედის ომის თეატრის --ბირთვული ძალები და საერთო დანიშნულების ძალები. ბირთვულ ძალებში შედის გაერთიანებული სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების თვითმფრინავ-მატარებლები, აგრეთვე ატომური არტილერია. საერთო დანიშნულების ძალები წარმოდგენილია გაერთიანებული სახმელეთო ჯარებით გაერ- თიანებული სამხედრო-საჰაერო ძალებითა და გაერთიანებული სამხედრო-საზღვაო ძალებით.

ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალებს აქვთ სამკომპონენტიანი სტრუქტურა და ოპერატიული დანიშნულების მიხედვით იყოფიან რეაგირების ძალებად, მთავარ თავდაცვით ძალებად და გაძლიერების ჯარებად (ძალებად).

საბრძოლო მზადყოფნის მხრივ უპირველესნი არიან რეაგირების ძალები, რომლებიც მოიცავენ სწრაფი რეაგირების ძალებს და სწრაფი გაშლის ძალებს.

მთავარი თავდაცვითი ძალები ქმნიან ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების I ეშელონს და განკუთვნილი არიან დიდი მასშტაბის საომარი მოქმედების წარმოებისათვის მსოფლიო ომში ან შეზღუდულ ომში ევროპის ტერიტორიაზე და ატლანტიკაში. ამ ძალების მეტი ნაწილი მშვიდობიანობის დროს ეროვნულ დაქვემდებარებაშია და ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდლობას გადაეცემა სტრატეგიული გაშლის დაწყებისას. გაძლიერების ჯარების გამოყენება გათვალისწინებულია ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების პირველი ეშელონის გასაძლიერებლად სტრატეგიული და ოპერატიული რეზერვების შესაქმნელად.

ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალებში შედის:

1. ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობის დაქვემდებარებაში უკვე მშვიდობიანობის დროს გადაცემული ჯარები (ძალები).
2. ძალები, რომლებიც ნატოს სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადაეცემა ნატოს გაფრთხილების სისტემების განგაშის გამოცხადების შემდეგ.
3. ძალები, რომლებიც განკუთვნილია გადასაცემად სტრატეგიული გაშლის დროს.

ნატოს პასუხისმგებლობის მთელი ზონა, რომელიც წევრი ქვეყნების ტერიტორიას, ხმელთაშუა ზღვის და ჩრდილოეთ ატლანტიკის აკვატორიას მოიცავს, დაყოფილია ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალებიის ორი სტრატეგიული (უმაღლესი) სარდლობის პასუხისმგებლობის ზონებად - ევროპაში და ატლანტიკაზე (მთავარი სარდლობა ლა-მანშის სრუტის ზონაში 1994 წელს გაუქმდა) და აშშ-კანადის სტრატეგიული დაგეგმვის რეგიონული ჯგუფის ზონად.

თავის მხრივ, უმაღლესი სარდლობების პასუხისმგებლობის ზონები იყოფა საომარი მოქმედებების თეატრებად ან ცალკე რაიონებად, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამისი მთავარი სარდლობების პასუხისმგებლობის ზონებს. მათ დაქვემდებარებაში გამოყოფილი ძალები და საშუალებები შედიან კოალიციური შემადგენლობის ოპერატიულ-სტრატეგიულ (ოპერატიულ) გაერთიანებებში. ამასთან, ეროვნული სარდლობების უფლებები გამოიხატება ძირითად ადმინისტრაციულ ფუნქციებში და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში.

ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ყველაზე ძლიერი დაჯგუფება განლაგებულია ცენტრალური ევროპის საომარი მოქმედებების თეატრებზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები