ნაურუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაურუს დროშა

ნაურუ - (Republic of Nauru – ნაურუს რესპუბლიკა), სახელმწიფო ნაურუს კუნძულზე, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

ფართობი 22 კმ2.

მოსახლეობა 13 ათ. კაცი (2012).

ოფიციალური ენები – ნაურუული და ინგლისური.

ოფიციალური დედაქალაქი არ გააჩნია. დიდი ქალაქია სეტლემენტი.

მთავრობის რეზიდენცია იარენის ოლქშია. ადმინისტრაციულად იყოფა 14 ოლქად. შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – პარლამენტი. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1968 წლის 31 იანვარს.

ეკონომიკის საფუძველია ფოსფატის მოპოვება და ექსპორტი.

შეიარაღებული ძალები არ გააჩნია. ჰყავს მცირე ზომის პოლიციური დანაყოფი. ნაურუს თავდაცვის უზრუნველყოფა ეკისრება ავსტრალიას.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები