ნაქადაგარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაქადაგარი − ქადაგის ნალაპარაკევი, რომელშიც ჯვარის (თუ ღვთისშვილის) ნებაა გამოხატული. ჯვარს მოაქვს ამბავი მორიგე ღმერთის კარიდან, რასაც თავის მხრივ ქადაგი ამცნობს საყმოს, ხალხს. ჯვარი გამოთქვამს ხშირად თავის უკმაყოფილებას საყმოსადმი, რომელიც ურჩობს, ცოდვას სჩადის, არღვევს ჯვარის დაწესებულ წესებს, ამპარტავნობს და სხვა. ნაქადაგარი აფრთხილებს საყმოს, მოუწოდებს მორჩილებისკენ, წესიერი ცხოვრებისაკენ, ხშირად გაისმის მუქარაც. ნაქადაგარის ნიმუში:

„ჰაი, ჰაი, მე ორ (ვარ) მთავარანგელოზი, მე მაქვს ძალი და შაძლებაი. ჩემთ ყმათ აღარაად გავაჩნიორ (მივაჩნივარ). მხარი მხარს გამისწორეს და კისერი – კისერს. მათრევენ სიმურში და რიოშიანში. მე აღარაად ვის გავაჩნიორ, მაგრამ მე აისივ მთავარანგელოზი ორ, მე აიგივ ძალი და შაძლება მაქვს. ჩემ ყმათ ურჩევ, რო ჭკვით იყვნან. მე ნუ გადამაგდებენ, თორე ვანან, ჩემს წესს მე არ დავიყრი, რაიც ხთისგან მაქვ მალოცვილი... მე მითქვამის ჩემის მეენის პირითა და გამიცხადებავის“.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები