ნაღმგადამღობი მოქმედებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაღმგადამღობი მოქმედებები - ფლოტის ძალების საბრძოლო მოქმედებები მოწინააღმდეგის ფლოტის ძალებისათვის დანაკარგების მიყენებისა და მათი მოქმედების შებოჭვის, მოწინააღმდეგის საზღვაო (საოკეანო) კომუნიკაციების დარღვევის, ხომალდების ბაზირების პუნქტებისა და პორტების ბლოკირების მიზნით; აგრეთვე თავისი სანაპირო-საზღვაო მიმოსვლის დაფარვისთვის, ნავსაწინააღმდეგო ზღუდეების და ზღვის სანაპიროს დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის შექმნისა და გაძლიერებისათვის.

ნაღმგადამღობი მოქმედებებისთვის იყენებენ მრავალმიზნობრივ წყალქვეშა ნავებს, ავიაციას და წყალზედა ხომალდებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები