ნაღმსატყორცნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაღმსატყორცნი

ნაღმსატყორცნი - ქვემეხი საარტილერიო ნაღმებით მორტირული სროლისთვის. ეფექტურად აზიანებს მიზნებს, რომლებიც განლაგებულია სანგრებში, თხრილებში, ადგილმდებარეობის ნაოჭებში, სიმაღლეების პირუკუ ფერდობებზე. ძირითადად სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების და ნაწილების შეიარაღებაშია. ჩვეულებრივ, შედგება გლუვი ლულისგან, ორფეხა ლაფეტისგან, საყრდენი ფილისგან და სამიზნისგან. სროლა წარმოებს ლულის 45-850 ამაღლების კუთხის პირობებში. როგორც შედარებით პატარა სიმძლავრის ქვემეხს (ლულაში დენთის გაზების წნევა 3-4 - ჯერ ნაკლებია ვიდრე ზარბაზანში ან ჰაუბიცაში) მას აქვს შედარებით ნაკლები მასა და სროლის მანძილი.

ნაღმსატყორცნის კონსტრუქცია რთულდება გადატენის პროცესის ავტომატიზაციის, უნივერსალიზაციის, სიმძლავრის ზრდის და სხვა ხარჯზე. არის: მსუბუქი (კალიბრი 60 მმ), საშუალო (60-120 მმ) და მძიმე (120 მმ-ზე მეტი). ლულიდან და სახაზინო დასატენიანი, გადასატანი, ბუქსირებადი და თვითმავალი; პირველად გაჩნდა 1904-05 წლებში, რუსეთ-იაპონიის ომში. გავრცელება პოვა I და განსაკუთრებით II მსოფლიო ომებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები