ნაღმსაწინააღმდეგო თავდაცვა (ხომალდის, ხომალდების შენაერთების, ბადრაგის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაღმსაწინააღმდეგო თავდაცვა (ხომალდის, ხომალდების შენაერთების, ბადრაგის) - სპეციალური ღონისძიებების და მოქმედებების კომპლექსი, რომელსაც ახორციელებენ ფლოტის ძალები ხომალდების (ტრანსპორტის) და ხომალდების შენაერთების (ბადრაგების) ნაღმზე აფეთქებისაგან დასაცავად ზღვაში. გულისხმობს მოწინააღმდეგის ნაღმური ღობურების დროულ აღმოჩენას შენაერთის (ბადრაგის) მოძრაობის მარშრუტზე, აგრეთვე ხომალდების მიერ ღობურების უსაფრთხო შემოვლას ან ფორსირებას.

ნაღმსაწინააღმდეგო თავდაცვისათვის ხდება ნაღმსაწინააღმდეგო თვალთვალის ორგანიზება, აღმოჩენილი ნაღმების შესახებ შეტყობინება, მათთვის თავის არიდება, ხომალდების ნაღმსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობა.

ნაღმსაწინააღმდეგო თავდაცვისათვის გამოიყენება მტრალავები, ნაღსაწინააღმდეგო ვერტმფრენები, ნაღმების გამრღვევები, ნაღმების საძებნები, სახომალდო ტექნიკა და თვალთვალის ვიზუალური საშუალებები.

ხომალდის ნაღმსაწინააღმდეგო თავდაცვა ითვალისწინებს ღონისძიებებს ფიზიკური ველების დონის დადგენილი ნორმების ფარგლებში შესანარჩუნებლად, აგრეთვე ნაღმების ჰიდროაკუსტიკური, რადიოლოკაციური და ვიზუალური აღმოჩენის ორგანიზაციას და ამ ნაღმებისაგან თავის არიდების წესს


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები