ნაღმური ომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაღმური ომი

1. საბრძოლო მოქმედების წარმოების ხერხი, რომლის დროსაც გამოიყენება თხრილები და მიწისქვეშა ხვრელები და ასაფეთქებელი ნივთიერებების (მიწისქვეშა ნაღმების) ჩაღრმავებული მუხტები. მიმართავდნენ შემტევი ნაწილები ციხესიმაგრის გალავანთან მიახლოების მიზნით, რათა გაენგრიათ და ნანგრევებიდან შეჭრილიყვნენ მოწინააღმდეგის განლაგებაში. ალყაშემორტყმული ჯარები ასევე იყენებდნენ მიწისქვეშა ხვრელებს და კონტრნაღმებს მოწინააღმდეგის ნაღმების გალერეების დასანგრევად.

2. ღონისძიებების კომპლექსი, რომლის მიზანია სანაღმო, ნაღმსაწინააღმდეგო იარაღის გამოყენება სახმელეთო ჯარებისა და ფლოტის ძალების მოქმედების გასართულებლად, მათთვის ზარალის მისაყენებლად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები