ნაღმური ღობურების ფორსირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაღმური ღობურების ფორსირება - წყალქვეშა ნავების ჯგუფების (ცალკეული წყალქვეშა ნავების) ან წყალზედა ხომალდების (გემების) რაზმების გარღვევა საზღვაო ნაღმების ღობურებში მტრის წინააღმდეგობის დაძლევით. ხორციელდება მაშინ, როდესაც შეუძლებელია ღობურების შემოვლა ან არ რჩება დრო ამ ღობურებში გასასვლელების გასაყვანად. გულისხმობს მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებების ჩახშობას, ხომალდების (გემების)სვლას კილვატერული კოლონით მტრალავების ან ხომალდების კვალდაკვალ, რომლებსაც გაჰყავთ ფარვატერი ასაფეთქებელი საშუალებების დახმარებით. II მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა ნაღმების გამრღვევები.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები