ვაზის ნაცარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნაცარი (ვაზის დაავადება)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაცარი ვაზის ფოთოლზე


ნაცარი - ვაზის დაავადება, რომელიც აავადებს ვაზის ყველა ორგანოს, უფრო საშიშია ყურძნის მარცვლისთვის. იგი გავრცელებულია იმ რეგიონებში, რომელიც ხასიათდება თბილი და მშრალი კლიმატით.

ნაცრით დაავადების განვითარება იწყება იმ შემთხვევაში, თუ:

  1. ჰაერის ტემპერატურა 20-250C-ია;
  2. ჰაერის ტენიანობა 60-80%-ია.

დაავადება მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავლიანობას, თუ ინფექცია აღინიშნება ვაზის ყვავილედსა და მტევანზე. ნაცრით მტევნების დაზიანების შემთხვევაში, ღვინის ხარისხი უარესდება. დაავადებული ნაწილი იფარება მოთეთრო ფერის ლაქისებური ფიფქით, რომელიც ხელის გადასმით ადვილად იწმინდება. დაავადების პირველი ნიშნები ვლინდება გაზაფხულზე, როცა ვაზი 3-6 ფოთლის განვითარების სტადიაში.

ნაცარი ვაზის მტევანზე

მკურნალობა

ნაცრის წინააღმდეგ გამოიყენება კონტაქტური და სისტემური ფუნგიციდები. ვეგეტაციის დასაწყისში და დასასრულს კონტაქტური ფუნგიციდი: კუმულს დფ, თიოვეტ ჯეტი და ა.შ., ხოლო შუალედ წამლობაში 3-4-ჯერ სისტემური ფუნგიციდები: კოლისი ვივანდო, ტოპაზი, დინალი და ა.შ.




წყარო

ჟურნალი „აგრო ბაზისი“; 2016, №5. სტატია: „ვაზის აგროტექნიკური ღონისძიებები და მისი ძირითადი დაავადება-მავნებლები“; ავტორი: ვერა შინჯიკაშვილი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები