ნედუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნედუ(შუმ.) „გამღებელი“, ქვესკნელის ანუ მკვდართა სამეფოს, არალუს მეკარე, რომელსაც აბარია მისი შვიდივე კარიბჭე. ნედუ უღებს კარს ქვესკნელად ჩამავალ ინანას და თან ყოველი კარიბჭის წინ ატოვებინებს თითო შესამოსელს და სამკაულს. ნედუ უშუალოდ ემორჩილება ერეშქიგალს, რომელსაც მოახსენებს ხოლმე კარსუკან მდგარი ახალმოსულის ვინაობას. ნედუს თავი ლომისა აქვს, ხელები – ადამიანისა, ქვემო კიდურები – ფრინველისა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები