ნეიროსიფილისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეიროსიფილისი - (neurosyphilis), ზოგადი ტერმინი, მოწოდებული ნერვული სისტემის Treponema pillidum-ით ინფექციური დაზიანების ნებისმიერი ფორმის აღსანიშნავად. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ნეიროსიფილისი, რომელიც მკრთალი ტრეპონემითაა გამოწვეული, დაავადების მეოთხე სტადიას წარმოადგენს. ეს დაავადება განვითარებულ ქვეყნებში იშვიათად გვხვდება. თუმცა, მისი სიხშირე გაზრდილია აღმოსვლეთ ევროპის ქვეყნებში და აივ ინფექციასთანაა ასოცირებული. მისი არაერთგვაროვანი კლინიკური სურათიდან გამომდინარე, ამ ინფექციის არსებობა უნდა შემოწმდეს ყველა „ნეიროფსიქიატრიული“ სიმპტომების, განსაკუთრებით, დელირიუმისა და დემენციის მქონე პაციენტებში. ამისთვის აუცილებელია სისხლის ან თავზურგტვინის სითხის სეროლოგიური გამოკვლევა. ანტიბიოტიკებით მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს კლინიკური სურათი და პარციალური ან ატიპიური სიმპტომების განვითარება განაპირობოს.

დაავადების კლინიკურ მანიფესტაციას წინ უსწრებს სხვადასხვა ხანგრძლივობის ასიმპტომური მდგომარეობა. ცნობილია სიმპტომური ნეიროსიფილისის სამი ფორმა:

მენინგოვასკულური სიფილისი, რომელიც ინფიცირებიდან დაახლოებით 5 წელიწადში ვითარდება. მისთვის დამახასიათებელია ინსულტი ან პიროვნული ცვლილებები, ემოციური ლაბილობა და თავის ტკივილი. მოგვიანებით ვითარდება დემენცია და თან ფსიქოზური სიმპტომები ახლავს

პროგრესული დამბლა (პარალიზური დემენცია) - ვითარდება ინფიცირებიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ. გამოხატულია დემენცია, პიროვნული ცვლილებები, დიზართრია და მოტორული ნიშნები. ფართოდაა წარმოდგენილი აფექტური და ფსიქოზური სიმპტომები. კლასიკურად აღინიშნება ეიფორია და განდიდების ბოდვითი იდეები. პროგრესული დამბლის გამომწვევი მიზეზის აღმოჩენა დიდი მოვლენა იყო ფსიქიატრიის ისტორიაში, რამაც დასაბამი მისცა სხვა ფსიქიკური აშლილობების ორგანული მიზეზების ძიებას (Hare, 1959).

3. ზურგის ტვინის ტაბესის (Tabes dorsalis) დროს ზურგის ტვინში დეგენერაციული პროცესები ვითარდება. ასეთი პაციენტები იშვიათად ხვდებიან ფსიქიატრთან.

დაავადების ადრეულ სტადიაზე პენიცილინით მკურნალობა აუმჯობესებს მდგომარეობას და დაავადების პროგრესირებას უშლის ხელს. პაციენტი, რომელიც არ იტარებს მკურნალობას, ჩვეულებრივ, 5 წელიწადში იღუპება.




იხილე აგრეთვე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები