ნერგალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნერგალი(შუმ.) ქვესკნელის მეუფე, რომლის მთავარი საკულტო ქალაქი იყო ქუთა. ნერგალი ენლილის ძედ ითვლება. რაკი ნერგალი ქვესკნელის ბატონია, მის სახელს ამგვარად შიფრავენ: „უფალი დიდი ქალაქისა“, ე. ი. ქვესკნელისა.

ზოგიერთი ტექსტის მიხედვით ნერგალი მზის ღმერთის ერთ-ერთი გამოვლენაა, კერძოდ, მისი გამანადგურებელი, ყოვლის გადამწველი ბუნებისა. მასში შეიძლება დავინახოთ შუადღის ან ზაფხულის მწველი მზე. ამ ასპექტით იგი ომის და ჭირის ღმერთია. ერთი ტექსტის თანახმად „ნერგალი და შამაში ერთია“ (შდრ. ჰერაკლიტეს გამონათქვამი „დიონისე და ჰადესი ერთია“).

ნერგალის გახდომა ქვესკნელის მეუფედ მოთხრობილია აქად. ენაზე შემონახულ მით. ტექსტში: ერეშქიგალი, ქვესკნელის ქალბატონი, იბარებს ნერგალს ქვესკნელში თავის შეურაცხყოფისთვის პასუხის საგებლად. მაგრამ ნერგალი ძლევს ერეშქიგალს, რომელიც თავის დახსნის მიზნით ცოლობას შესთავაზებს: „შენ ქმარი, მე ცოლი“. ამის შემდეგ ნერგალი ჯდება ქვესკნელის სამეფო ტახტზე ერეშქიგალ დედოფლის გვერდით. მაგრამ იგი წელიწადის ნახევარს ზესკნელში ატარებს. თუმცა ნერგალი ენლილის ძედ ითვლება, ზოგიერთი ტრადიცია მის სასწაულებრივ წარმოშობას ადასტურებს, მასზე ნათქვამია: „ის, ვინც დედაკაცის (ე. ი. ქალღმერთის) საშოდან არ გამოსულა“.

თუმცა ნერგალი სიკვდილის ღმერთია, იგი „სიცოცხლის მომნიჭებელიც“ არის და „სიცოცხლის მხსნელიც“, რაკი ქვესკნელში მოედინება უკვდავების წყალი და იქიდან მოდის სიცოცხლის განახლება.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები