ნერეიდები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრიტონი და ნერეიდები.
კილიქსის ფერწერა (ძვ. წ. 550 წ.), ტარკვინია, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი

ნერეიდები(ბერძნ.) ზღვის ნიმფები, ზღვათა ღვთაება ნერევსისა და ოკეანიდა დორისის ქალიშვილები.

ნიმფები უამრავნი არიან და ბინადრობენ ზღვათა სიღრმეში, მამის დიდებულ სასახლეში. ისინი იქ ოქროს ძაფებს რთავენ და ზვირთებთან ერთად ნებივრობენ. მთვარიანი ღამეებისას სანაპიროზე ამოდიან, სადაც ცეკვავენ, მღერიან და ტრიტონებს ეთამაშებიან. ნერეიდები ადამიანებისადმი კეთილად არიან განწყობილნი, ისინი საფრთხეში ჩავარდნილ მეხომალდეებს ეხმარებიან.

ცნობილი ნერეიდები არიან: ამფიტრიტე, პოსეიდონის მეუღლე. თეტისი, აქილევსის დედა. გალატეა-აკისის სატრფო.

ნერეიდებს განსაკუთრებით სცემდნენ თაყვანს საბერძნეთის კუნძულთა და სანაპიროთა მკვიდრნი. წარმოსახავდნენ მშვენიერ ქალწულთა სახით, ჰაეროვანი მოსასხამებით, ზღვის ბინადართა გარემოცვაში. ცნობილია პომპეის ფრესკა გალატეას და პოლიფემოსის გამოსახულებით.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები