ნესტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნესტორი
ამფორას ფერწერა (ძვ. წ. 480 წ.), პარიზი, ლუვრი

ნესტორი(ბერძნ.) პილოსის მეფე, ნელევსისა და ქლორისის ძე. მეუღლე ევრიდიკესი, რომელმაც 7 ვაჟი და 2 ასული გაუჩინა.

როდესაც ჰერაკლე თავს დაესხა ნელევსს და მისი ვაჟები ამოხოცა, ნესტორი სხვაგან იყო წასული. იგი გადარჩა და პილოსის ტახტზეც აღზევდა.

ნესტორი ლაპითებთან ერთად ებრძოდა კენტავრებს, მონაწილეობდა კალიდონის ნადირობასა და არგონავტების ლაშქრობაში. მან ღრმა სიბერემდე იცოცხლა და ჰომეროსის თანახმად, ტროას ომის ჟამს ადამიანთა მესამე თაობაზე მეფობდა. იგი თავის ვაჟებთან ერთად იბრძოდა ტროას კედლებთან. ბერძნები ნესტორს სახელოვან და ბრძენ გმირად აღიარებდნენ. ის გამოცდილი და მედგარი მებრძოლიც იყო, მრჩეველიცა და დიდებული მჭევრმეტყველიც. მისგან ბრძნულ რჩევებს ელოდნენ და იღებდნენ კიდეც. ტროას ომის შემდეგ ნესტორი შინ დაბრუნდა. სწორედ მას მიაკითხა ოდისევსის ვაჟმა, ტელემაქოსმა, რათა მამის ამბავი შეეტყო.

ლიტერატურის ისტორიაში ნესტორმა დაიმკვიდრა ჟამთა სვლის სიბრძნეს ზიარებული მოხუცის სახე. თანამედროვე სამყაროში რჩევის მიცემის მოყვარულებს ქარაგმულად ნესტორს უწოდებდნენ.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები