ბაღვაში ნიანია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნიანია ბაღვაში-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიანია ბაღვაში - რაჭის ერისთავი და ნოველისიმოსი XI ს-ის დასაწისში.

ნიკორწმინდის ტაძარში, ჩრდილოეთის მკლავის იატაკზე მოთავსებულია ფილა, რომელზედაც ნიანია ერისთავთ-ერისთავის და ნოველისიმოსის მოსახსენებელია წარწერილი. გ. ბოჭორიძის შეფასებით, წარწერა ტაძრის თანადროულია, ანუ 1010-1014 წწ-ისაა. ვ. სილოგავა წარწერას უფრო ფართოდ, XI ს-ით ათარიღებს. მ. ბახტაძე, გ. ბოჭორიძეზე დაყრდნობით, ნიანიას XI ს-ის დასაწყისის მოღვაწედ მიიჩნევს, რომელიც რატი (I)-ზე უწინარეს უნდა ყოფილიყო რაჭის ერისთავი.


წყარო და ლიტერატურა

  • ბოჭორიძე 1931: 199-201;
  • სილოგავა 1980: 101;
  • ბახტაძე 2003: 228.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები