ნიგერია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიგერიის დროშა

ნიგერია - (Nigeria – ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა), სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, მდინარე ნიგერის ქვემო დინების აუზში. ქვეყანას სამხრეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანის გვინეის და ბენინის ყურეები.

ფართობი- 923,8 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 158,2 მლნ.კაცი (2012), ცხოვრობს 200-მდე ეროვნების ხალხი.

ოფიციალური ენა – ინგლისური.

დედაქალაქი- - ქ. აბუჯა, უდიდესი ქალაქი ქ.ლაგოსი, ყოფილი დედაქალაქი 1991 წლამდე.

ადმინისტრაციულად იყოფა 30 შტატად და დედაქალაქის ოლქად. შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული ასამბლეა (ორპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – მთავრობა. დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1963 წლის 1 ოქტომბერს.

ნიგერია აგრარული ქვეყანაა. განვითარებულია ნავთობმოპოვებითი მრეწველობა. სამხედრო მრეწველობა ამზადებს ცეცხლსასროლ და საარტილერიო აღჭურვილობას, სამხედრო ავტომობილებს, აწყობს სასწავლო-საწვრთნელ თვითმფრინავებს, აწარმოებს სხვადასხვა კლასის ხომალდების მშენებლობას.

მსხვილი საზღვაო პორტებია: პორტჰარკორტი, ვარი, კალაბარი, ლაგოსი.

საერთაშორისო აეროპორტებია: აბუჯა, ლაგოსი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 80 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 62 ათ., სამხედრო-საჰაერო 10 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 8 ათ.. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები