ნიდაბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიდაბა, ნისაბა(შუმ.) „პურის მომნიჭებელი“, მცენარეულობის, კერძოდ, მარცვლეულის ქალღმერთი. ნისაბა წარმოდგენილია გრძელთმიანი დიაცის სახით (ათავთავებული ყანის განსახიერება), მრავალსაშოიანი, მრავალძუძუებიანი და მრავალყურიანი; მისი მცენარეული ბუნების გამომხატველი ეპითეტია „ქვეყანათა სიუხვე(ან სიმწიფე)“, „სიცოცხლის მომნიჭებელი“. როგორც ღვთაება, სული მარცვლისა, რომელიც ხნულში ითესება (იმარხება), ნიდაბა ხთონური ბუნებისაა და ამიტომაც ზოგიერთ ტექსტში „ქვესკნელის დედოფლადაც“ იწოდება.

ნიდაბა სიბრძნის ქალღმერთიც არის, სიბრძნესთან არის წილნაყარი: „სიბრძნის ნიდაბა“, „სიბრძნის სახლის გამღები“; იგი დაკავშირებულია „რიცხვთა აზრთან“ და ამ ასპექტით მისი ეპითეტია: „ნიდაბა, რომელმან რიცხვთა აზრი უწყის“. ერთმანეთის პარალელურად იხმარება „ნიდაბა-თვლა“ და „ნიდაბა- მარცვალი“ (მისი ეს ბუნება უნდა აიხსნას „მარცვლისა“ და „თვლის“ საერთო სემანტიკით).

ლაგაშის მთავარს, გუდეას, ნიდაბა ეცხადება სიზმარში ქალწულის სახით, საწერი „ლერწმით და დაფით კეთილი ვარსკვლავისა“. აქედან ჩანს, რომ ნიდაბა დამწერლობის მფარველი ღვთაებაა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები