ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი - გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალი, მდებარეობს საქართველოში,შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 29 კმ–ში, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე მდებარე სოფელ არბოს ცენტრში.

სახლი ერთსართულიანია, ოროთახიანი. ერთ ოთახში გამოფენილია მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, მემორიალური ნივთები, მეორეში სოფლის ბიბლიოთეკაა. გამოჩენილი ქართვველი მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ნიკო ლომოური დაიბადა ამ სახლში 1852 წ., 19 თებერვალ და ცხოვრობდა 1860 წლამდე.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები