ნიკო ლომოურის ძეგლი გორში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკო ლომოურის ძეგლი - მონუმენტური ხელოვნების ძეგლი გორში დ. გურამიშვილის ქუჩაზე.

მწერლის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ძეგლი იდგა მის საფლავზე. მოქანდაკე ა. შალუტაშვილი, არქიტექტორი ნ. პაპიაშვილი. გაიხსნა 1982 წ. 23 ოქტომბერს. ქანდაკება (სიმ. 3,5 მ.) ბეტონისაა, გადაკრული ჰქონდა სპილენძი. იდგა გრანიტისა და ბაზალტის კვადრატულ კვარცხლბეკზე. პარკის საერთო სივრციდან გამოყოფილია იყო გაზონებით და დიდი ზომის ბაქნით, რომელზეც ქვის სამი სკამი იდგა. მწერალი იჯდა სავარძელში. მარცხენა ხელი მოხრილი ჰქონდა, მარჯვენა სავარძლის სახელურზე გადაშლილ წიგნზე ედო. ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული.

ნიკო ლომოური დაიკრძალა გორის ოქონის საკათედრო ტაძრის ეზოში, მაგრამ 1920–იან წლებში ტაძრის დანგრევის გამო, მისი ნეშტი გადმოსვენებულ იქნა ი. ბ. სტალინის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში. სამწუხაროდ, 1990-იან წლებში ძეგლი ვანდალებმა გაანადგურეს და მოიპარეს.

მოგვიანებით ნიკო ლომოურის საფლავზე, ახალბაღში ახალი, ბაზალტის ქვაში ნაკვეთი ბიუსტი დაიდგა.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები