ნინიძე ბიქტორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნინიძე ბიქტორ - (1890, სოფ. ასკანა, ოზურგეთის მაზრ - ?) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.

დაამთავრა ექვსკლასიანი სკოლა. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე. ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. რკინიგზის მუშათა შორის ეწეოდა აქტიურ პროპაგანდისტულ საქმიანობას.

1918 საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მუშათა პარტიამ დაასახელა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო ეროვნული საბჭოს საბიბლიოთეკო კომისიის წევრი. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.

ირაკლი ირემაძე

ლიტერტატურა

სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119, 127.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები