სპანდერაშვილი ნინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნინო სპანდერაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინო სპანდერაშვილი

სპანდერაშვილი ნინო − (1966), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა წნორში (სიღნაღი). დაამთავრა სტავროპოლის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისის ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. 1985 წლიდან ცხოვრობს ქალაქ ერევანში. მუშაობს სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს ახალი ამბების საზღვარგარეთის გადაცემების განყოფილებაში, დიქტორ-მთარგმნელად, ერევნის საკვირაო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, სათვისტომოს გაზეთ „ივერიის” ქართული ნაწილის რედაქტორად. მისი ლექსები და თარგმანები დაბეჭდილია არაერთ ქართულ და სომხურ პერიოდულ გამოცემაში.


პარუირ სევაკი, უცებ
თარგმნა ნინო სპანდერაშვილმა
ამბობენ რომ ცხოვრებაში უცებ არაფერი ხდება,
არც ხალიჩა, არც კარპეტი ერთბაშად არ იქსოვება,
არ შენდება ციხე მყისვე და ხელადვე არ ინგრევა,
უცებ ქარი არ გრიგალობს, თოვლით გზები არ ივსება.
თუ ხილიც კი არ მწიფს მყისვე,
ხელი ბრძენად ვერ იქცევა,
უცებ ვერვინ დაწყვილდება და სამად ვერ გადიქცევა,
დალევის და ჭამის ეშხი ერთბაშად არ აღიძვრება,
დღევანდელი წარსულად და
ხვალ-მომავლად არ ითვლება.
ასეთია ჭეშმარიტად წუთისოფლის ზნე და ჩვევა,
თუმც რომ მკითხონ − ცხოვრებაში
რას ვინატრებ ბედისწერად?
გიპასუხებთ: „მოსახდენი უცებ რომ მარგუნოს ზენამ“!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები