ნიფური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიფურის ნაქალაქარი

ნიფური – ნიბრუ, ნიპური, შუმერის რელიგიური ცენტრი, ენლილის მთავარი საკულტო ქალაქი.

ნიფური წარმოდგენილია არა მხოლოდ შუმერის, არამედ ქვეყნიერების შუაგულად, სადაც გადის სამყაროს „დიდი ღერძი“ (დიმ-გალი). ნიფურის ეს მითოსური ბუნება გაცხადებულია მისი მთავარი ტაძრის სახელწოდებებში: ექურ – „სახლი-მთა“ (კოსმიური ღერძის ერთ-ერთი განსახიერება) და დურანქი („ჭიპლარი ცისა და მიწისა“). ერთი შუმერული მითოლოგიური ტექსტის თანახმად, ადამიანის გაჩენამდე ნიფურის პირველი მოსახლენი იყვნენ: ჭაბუკი ენლილი, ქალწული ნინლილი და დედაბერი ნუნბარშეგუნუ – ნინლილის დედა, რომელიც ასწავლის თავის ქალიშვილს, როგორ მოაწონოს თავი ენლილს. მათი შეუღლების შედეგად ნიფურში იბადება მთვარის ღმერთი ნანარის სახელით.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები